სიახლეები საიტზე

სიახლეები საიტზე

ბოლო პერიოდში ჩვენმა საიტმა განიცადა რამდენიმე ცვლილება, საიტს დაემატა რამდენიმე ფუნქცია. . .

შეამჩნევდით, რომ საიტზე მთლიანად შეიცვალა დიზაინი. შევეცადეთ შემოგვეთავაზებინა დიზაინი, რომელიც უფრო სასიამოვნო იქნებოდა საიტის მომხმარებლებისთვის.

 შეიცვალა მენიუს სახე და ახლა თითოეული ფუნქცია უფრო ადვილად მისაგნები გახდა.

საიტს დაემატა ბარსას ჩეტი, სადაც თქვნ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ისაუბროთ ერთმანეთთან.

ეს ფუნქცია საიტს აქამდეც ჰქონდა, თქვენ შეგიძლიათ აქედან უყუროთ საფეხბურთო მატჩებს და სხვა სპორტულ ღონისძიებებს პირდაპირ ეთერში.

საიტის წესები. სავალდებულოა გაეცნოს საიტის ყველა მომხმარებელი.

RSS

სიახლეების გამოწერა. დღეიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი საიტიდან სიახლეები და მაილზე მიიღებთ შეტყობინებას ყველა სიახლის შესახებ.

საპირფარეშო. საიტს დაემატა აქამდე ინტერნეტსივრცეში უპრეცენდენტო ფუნქცია. თუ თქვენ საიტზე დიდ დროს ატარებთ და უცებ მოგინდათ საპირფარეშოში გასვლა, უკვე აღარ არის საჭირო მოსცილდეთ კომპიუტერს, უბრალოდ დააჭირეთ ამ სურათს და გადახვალთ საპირფარეშოში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერი ის მოქმედება, რასაც ჩვეულებრივ საპირფარეშოში ატარებთ ხოლმე.

საიტს დაემატა ახალი გაცილებით უკეთესი სმაილები ა თქვენ შეგიძლიათ უკეთ გამოხატოთთქვენი ემოციები.

აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გუნდის წინა და მომდევნო მატჩები

საიტის ბოლოში დაემატა ნავიგაციის ახალი ფორმა და დღეიდან თქვენ უფრო ადვილად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი სიახლე.

საიტს დაემატა მულტიმედია, საიდანაც ჯერჯერობით შეგიძლიათ გადმოიწეროთ მხოლოდ სრული მატჩები და რამდენიმე მულტფილმი, მაგრამ რამდენიმე დღეში მულტიმედია სრულყოფილი გახდება.

თუ თქვენ ვერ ახერხებთ ჩვენთან სკაიპის საშუალებით დაკავშირებას, მაშინ შეგიძლიათ მაილის საშუალებით დაგვეკონტაქტოთ.

საიტის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში კვლავ გპირდებათ სიახლეებს საიტზე.

პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.