რა კავშირი აქვს გარეთ ბეილს კოუტინიოს "ბაიერნში" გადასვლასთან?

რა კავშირი აქვს გარეთ ბეილს კოუტინიოს "ბაიერნში" გადასვლასთან?

კატალონიური Sport, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით, საინტერესო თეორიას ავითარებს.

ბოლო დღეებში ცნობილი იყო, რომ მიუნხენის "ბაიერნი" კოუტინიოთი დაინტერესებული იყო, მაგრამ "ბარსას" ბრაზილიელის "პარი სენ-ჟერმენში" გაშვება ერჩივნა, რათა ნეიმარის "ბლაუგრანში" დაბრუნება გაეადვილებინა.

კოუტინიოს "ბაიერნში" ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რაც წესით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "ბარსას" ნეიმარის ხელში ჩაგდება გაუჭირდება, მაგრამ კატალონიელი ჟურნალისტები ასე არ ფიქრობენ.

გავრცელებული ცნობებით, მიუნხენის "ბაიერნი" კოუტინიოს ალტერნატივად გარეთ ბეილს განიხილავდა. თუ მიუნხენელები უელსელს გადაიბირებდნენ, "რეალს" ნეიმარის დამატების შანსი ეზრდებოდა, რადგან "სამეფო კლუბი" ტრანსფერიდანაც მიიღებდა თანხას და სამეფო კლუბს სახელფასო ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად გაეზრდებოდა. როდესაც "ბარსელონამ" "ბაიერნსა" და ბეილს შორის მოლაპარაკებების შესახებ გაიგო, კოუტინიოს ტრანსფერი დააჩქარა, რითიც უელსელის "რეალში" დარჩენა უზრუნველყო.

Sport-ის ცნობით, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ბეილი "რეალში" დარჩება, რაც მადრიდელებს ნეიმარის დამატებას გაურთულებს. ეს კი ბრაზილიელისთვის ბრძოლაში ფავორიტად კვლავ "ბარსელონას" ტოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #4 17 აგვისტო 2019 15:43
    2
    პერესს ეხლავე შეულია ნეიმარის ყიდვა, ჩმორთუმეო კი არაა, სახელფასო ჭერსაც შეიანრჩუნებს სტაბილურად და უეფა-ფიფაც ვერაფერს მოჭამს. რეალს არ ეხება წესები სანამ ეს კაცი ყავთ (იმედია მალე მოკვდება). ეს ბარსაა ის გუნდი რომელსაც ყველაფერში პრობლემა აქვს. ეხლა თუ გრიზმანზე გვატაკეს რამე სანქცია მერე ნახეთ.
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 აგვისტო 2019 14:27
    9
    ციტატა: BOMBORA
    ბარეულმა დემბელისტებმა ცოტა მაინც ჩაჩუმდით დემბელე მომავალი არა იხვის ტოლმა და
    ეხა ვინც მეტყვის ნეიმარი არ გვინდა და დემბელე ჯობიაო ჩავაფრინდები სასულეში
    და ამოვართმევ

    smile stuck_out_tongue_winking_eye ........................................................

    :D :D სასულეში ჩაფრენა მაგრად მიმეწონა:)) მაგრამ ნეიმარი ვერ უშველის ამ ამბავს. ვალვერდეა პრობლემა.
    M S N G
    სტუმარი [?]
    #2 17 აგვისტო 2019 14:26
    11
    ბარეულმა დემბელისტებმა ცოტა მაინც ჩაჩუმდით დემბელე მომავალი არა იხვის ტოლმა და
    ეხა ვინც მეტყვის ნეიმარი არ გვინდა და დემბელე ჯობიაო ჩავაფრინდები სასულეში
    და ამოვართმევ

    smile stuck_out_tongue_winking_eye ........................................................
    jorjone444
    სტუმარი [?]
    #1 17 აგვისტო 2019 14:23
    10
    თქვენი თეორიები და თქვენი დედ... შე...ი.არც მაგ ნეიმარს მყიდველია ეს ბიჭიც გაუშვეს ბავარიაში და სირნესტო კიდევ თავის ადგილზეა.შემაზიზღა ამ ბოართომეუმ ეს კლუბი თავისი მავნებლური პოლიტიკით.