ერნესტო ვალვერდე: ლეო მესი სხვა გალაქტიკიდანაა

ერნესტო ვალვერდე: ლეო მესი სხვა გალაქტიკიდანაა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კატალონიური კლუბის ვარსკვლავის, ლიონელ მესის მორიგ ისტორიულ მიღწევაზე კომენტარს აკეთებს.

ლეო მესი, "ეიბართან" გუშინ გამართულ მატჩში (3:0), გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში 400 გოლი გაიტანა.

"მესის სტატისტიკა სტრატოსფეროა. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ეს ხომ არა მხოლოდ გოლები, არამედ ისიცაა, რა შედეგიც მას მოაქვს. ის სხვა გალაქტიკიდანაა." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს El Chiringuito TV-ს Twitter.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.