ინტერვიუ ერიკ აბიდალთან

ინტერვიუ ერიკ აბიდალთან

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი, კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს და მიანიშნებს, თუ რა შემთხვევაში დარჩება კლუბი ერნესტო ვალვერდეთი კმაყოფილი.

"ბარსელონას" სპორტული დირექტორობა რთულია, რადგან აქ ყველაფერი სწორად უნდა გააკეთო.

როდესაც "ბარსელონა" ფეხბურთელის ყიდვას ცდილობს, ფასი მატულობს. თუ არ გინდა ეს მოხდეს, ფეხბურთელს პირველმა უნდა მიაგნო.

არიან კლუბები, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მათი გაყიდვის მიზნით იმატებენ. ჩვენ მათ შორის არ ვართ. ჩვენ ვყიდულობთ ახალგაზრდებს და გვინდა ისინი ჩვენთან 10, 12 ან 15 წლით დარჩნენ.

შემდეგ მოდის კლუბის ფილოსოფია. ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს არ შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და გაიბრწყინოს.

ფეხბურთელებს იმიტომ ვყიდულობთ, რომ ისინი გვჭირდებიან. თუმცა, მე მწვრთნელი არ ვარ და მათ თამაშის გარანტიას ვერ მივცემ. ისინი ვარჯიშებზე ბოლომდე უნდა დაიხარჯონ.

მან, ვინც ჩვენთან მოდის, იცის, რომ აქ საუკეთესო ფეხბურთელები დახვდებიან. მათ კონკურენცია მოუწევთ და მომწონს, როგორ ძლევენ ისინი ამ კონკურენციას.

ძნელია, ფეხბურთელი კლუბის დატოვებაში დაარწმუნო, მაგრამ ვფიქრობ, ვინც დაგვტოვა, მაინც ბედნიერია.

პირველ გუნდში ცოტა ფეხბურთელის ყოლა ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს მეტი შანსი ექნებათ.

ხშირად გვესმის, რომ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელები საკმარისად კარგები არიან და მათ პირველ გუნდში უკვე უნდა ითამაშონ. ეს ასე არ ხდება. ბ გუნდსა და პირველ გუნდს შორის დიდი სხვაობაა. გვინდა, დაწინაურების დროს, ფეხბურთელი მზად იყოს.

მესი სამაგალითოა. ის უბრალოდ ნიჭიერი არაა, არამედ კარგი ადამიანიცაა. ის ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს მოედანზე ამტკიცებს.

ყოველთვის ვამბობდით, რომ მესის ლაპარაკი არ სჭირდება. ყველამ იცის როდისაა ის ბედნიერი და როდის გაბრაზებული.

დემბელე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ადაპტაცია სჭირდება. ვფიქრობ, გასახდელში ის მოსწონთ, მაგრამ მან უკეთ უნდა ითამაშოს იმისათვის, რომ გასახდელს მიღმაც მოეწონოთ. მე მას ვეხმარები.

ვალვერდემ იცის, რას ითხოვს მისგან კლუბი. მან იცის, რომ დუბლის შემდეგ, მას ტრებლს მოსთხოვენ. მას ჰყავს საჭირო ფეხბურთელები იმისათვის, რომ ჩვენს მიზნებს მიაღწიოს. ყველა ტიტულის მოგება გვინდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Basi
    სტუმარი [?]
    #2 18 ოქტომბერი 2018 17:12
    0
    moigeben kidec ager vnaxavtt gazafxuldess jerr
    Mess10
    სტუმარი [?]
    #1 18 ოქტომბერი 2018 16:11
    5
    სევილიასაც მოუგებენ, ინტერსაც და რეალსაც ზედ დააყოლებენ და მერე დაისვენებენ 1-2 თამაში და რომ გამოძვრებიან ამ საშინელი კალენდრიდან პირველზე ვიქნებით ლალიგაშიც და ლიგაზეც.