"ჟირონა"-"ბარსას" ამერიკაში გამართვის შანსი მხოლოდ 20% არის

"ჟირონა"-"ბარსას" ამერიკაში გამართვის შანსი მხოლოდ 20% არის

ესპანეთის ფეხბურთელების პროფესიული გაერთიანების პრეზიდენტი დავიდ აგანსო "ჟირონასა" და "ბარსელონას" დაპირისპირების გამართვის შანსს მხოლოდ 20%-ით აფასებს.

ცნობილია, რომ ლა ლიგა გეგმავს იანვარში გასამართი დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატაროს. "ჟირონასა" და "ბარსელონას" ხელმძღვანელი პირები თანახმანი არიან, მაგრამ ყველა დანარჩენი ამის წინააღმდეგია - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის პრემიერ მინისტრი, FIFA, ესპანეთის ფეხბურთელების პროფესიული გაერთიანება და როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელებიც.

მორიგი შეხვედრის შემდეგ, პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელი ასეთ განცხადებას აკეთებს: "ჟირონასა" და "ბარსელონას" დაპირისპირების მაიამიში გამართვის შანსი 20% არის. სპორტში, მთავარი მოქმედი პირები ფეხბურთელები არიან და მათი გაფიცვა არ უნდა გამოვრიცხოთ.

იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ფეხბურთელებს შეერთებულ შტატებში გამგზავრება არ შეუძლიათ." - აცხადებს დავიდ აგანსო.

ესპანეთის ფეხბურთელთა პროფესიულმა გაერთიანებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ის თამაშის ამერიკაში გამართვის წინააღმდეგ გამოდის. ორგანიზაციის თქმით, ეს ეწინააღმდეგება არაერთ ნორმას, მათ შორის, თამაშის დროების დადგენისთვის განსაზღვრულ წესს. გარდა ამისა, ორგანიზაციის აზრით, ეს აზრი ფეხბურთელებთან გაფორმებული შრომით ხელშეკრულებებსაც ეწინააღმდეგება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 სექტემბერი 2018 14:41
    0
    ციტატა: sergio busquets5
    ეს თამაში სახლში გვაქვს თუ გასვლაზე?

    სახლში ამ კვირას გვაქვს ამათთან, იანვარში გასვლა.

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    --------------------სილესენი-----------------
    სემედუ----ლენგლე------ვერმა-----მირანდა
    --------------------ვიდალი------------------
    ---------ალენია----------------პუჩი----------
    ------რაფინია-----მუნირი-----დენისი---
    ესენი წავიდნენ და ითამაშონ, რატომაც არა, დროსაც მიიღებენ და კლუბიც იხეირებს რაღაცით, ზამენაზე ბარსა ბ დან დაიმატონ და ეგაა..

    სენ ამერიკელები დებილები გგონია? იმათ ფეხბურთის პოპულარიზაცია უნდათ, ბარსას დუბლების ნახვა კი არა, ეხლა მუნირის და დენისის ყურებაში მოგცემენ მილიონებს რა.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #2 21 სექტემბერი 2018 12:06
    0
    ეს თამაში სახლში გვაქვს თუ გასვლაზე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 სექტემბერი 2018 01:44
    0
    ციტატა: jack slater
    პიდორი ამერიკოსები.ფეხბურთის მითვისებაც უნდათ,ისე როგორც მთელი მსოფლიოსი.

    რა შუაშია ამერიკა, ბარსელონას ინიციატივაა რადგან ფინანსურად მომგებიანია,