FIFA "ჟირონა"-"ბარსელონას" მატჩის ამერიკაში გამართვის წინააღმდეგია

FIFA "ჟირონა"-"ბარსელონას" მატჩის ამერიკაში გამართვის წინააღმდეგია

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, FIFA, ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის, "ჟირონა"-"ბარსელონას" თამაშის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარების წინააღმდეგია, რაზეც განცხადება ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გააკეთა.

"FIFA ამ თამაშის არსად ჩატარების ნებართვას არ გასცემს, გარდა "ჟირონას" სტადიონისა. ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ქვეყნის ფარგლებში უნდა გაიმართოს. FIFA ამ შეხვედრის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ჩატარების წინააღმდეგია, გარდა ესპანეთისა." - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს AS.

"ჟირონასა" და "ბარსელონას" შორის გასამართი მატჩი 27 იანვარსაა დაგეგმილი. ლა ლიგის ხელმძღვანელობა თანახმაა, რომ ეს შეხვედრა მაიამიში ჩატარდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 27 ოქტომბერი 2018 09:53
    0
    კარგია. ეს ტებასის ახირებაა ქლიავი

    ციტატა: Lasha0217
    Gaumarjos Bichebs klasiko ra ggoniat?

    3-0
    Mishiko
    სტუმარი [?]
    #2 26 ოქტომბერი 2018 22:01
    2
    ციტატა: Lasha0217
    Gaumarjos Bichebs klasiko ra ggoniat?

    3-1
    Lasha0217
    სტუმარი [?]
    #1 26 ოქტომბერი 2018 21:50
    2
    Gaumarjos Bichebs klasiko ra ggoniat?