პუიოლის მე-500 მატჩი

პუიოლის მე-500 მატჩი

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველისა და კაპიტნისათვის, კარლეს პუიოლისათვის, დღევანდელი შეხვედა "ვილიარეალის" წინააღმდეგ, იქნება მე-500 ოფიციალური მატჩი "ბარსას" მაისურით. პუიოლის დებიუტი "ბარსელონას" პირველი გუნდის შემადგენლობაში, 1999 წლის 2 ოქტომბერს, "რეალ ვალიადოლიდის" წინააღმდეგ შედგა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც "ბარსელონამ" 0:2 იმარჯვა.

კარლესს თავის კარიერაში 388 მატჩი აქვს ნათამაშები ლა ლიგაში და 7 გოლი აქვს გატანილი, 102 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 გატანილი გოლი, 38 ესპანეთის თასზე, 9 უეფას თასზე, 6 ესპანეთის სუპერ თასზე, 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 2 ევროპის სუპერ თასზე. მხოლოდ ორი ფეხბურთელი, მიგელი 549 მატჩით და ჩავი 540 მატჩით, უსწრებს პუიოლს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის მცველმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი, 2009 წელს 4 წლით გაახანგრძლივა, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ "ბარსას" კაპიტანი გუნდში კიდევ მინიმუმ 3 წელს დარჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.