ვალვერდემ "ვილიარეალთან" შეხვედრის განაცხადი დაასახელა

ვალვერდემ "ვილიარეალთან" შეხვედრის განაცხადი დაასახელა

რამდენიმე წუთის წინ, ერნესტო ვალვერდემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ხვალ, "ვილიარეალთან" შეხვედრის განაცხადში იქნებიან. განაცხადში ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია, ვერ ხვდებიან რაფინია ალკანტარა და უსმან დემბელე, მათთან ერთად ხავიერ მასკერანო და სამუელ უმტიტი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 18 კაციანი სიის მიღმა დარჩნენ არდა თურანი და ჟერარ დეულოფეუ. სამაგიეროდ, განაცხადში ისევ მოხვდა დავიდ კოსტასი, რომელიც, დიდი ალბათობით, მალე ძირითად გუნდში დაწინაურდება.

სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, ლუის სუარესი, მესი, პაულინიო, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვიდალი, ვერმალენი და კოსტასი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 დეკემბერი 2017 01:14
    0
    ვიდალს მცველათ არ დააყენებს და შეტევაში არდა მირჩევია, ვიდალი კი სწრაფია მაგრამ მაგრე დეუც სწრაფია მარა სირი
    მწერალი [?]
    #1 9 დეკემბერი 2017 23:51
    0
    ციტატა: nika-nika
    კოსტასი რა პოზიციაზე თამაშობს

    ცენტრალური მცველია.