ალბერტო მორენო: კოუტინიოს წასვლა დიდი დანაკლისი იქნება

ალბერტო მორენო: კოუტინიოს წასვლა დიდი დანაკლისი იქნება

"ლივერპულის" ესპანელი მცველი ალბერტო მორენო აცხადებს, რომ როდესაც "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოს შეძენით იყო დაინტერესებული, ის ბრაზილიელ თანაგუნდელს ინგლისში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

"კოუტინიოს ვეუბნებოდი: "ძმაო, არ წახვიდე". გადაწყვეტილება ჩემი მისაღები რომ იყოს, ფილიპეს არ გავუშვებდი. ის ჩემი მეგობარია და ყოველთვის იქნება. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მთელს ცხოვრებას მის გვერდით გავატარებდი და მისი შესანიშნავი თამაშით დავტკბებოდი.

თუმცა, გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ეს "ლივერპულის", "ბარსელონასა" და კოუტინიოს საქმეა. ეს ფეხბურთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია და ყველა, ვისაც ფეხბურთი ესმის, ამას ხვდება. თუ კოუტინიო წავა, ეს დიდი დანაკლისი იქნება." - ციტირებს მორენოს სიტყვებს The Guardian.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 17 ნოემბერი 2017 18:48
    0
    შენ მაგ დირკა ფეხებს მიხედე
    --------------------
    „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ რაიკაარდმა დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“-ლიონელ მესი
    Culé [?]
    #3 17 ნოემბერი 2017 13:45
    0
    Mjera ro amas moiyvanen
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ნოემბერი 2017 12:05
    0
    ისევ მითქმა-მოთქმა და საზოგადოების ნაწილში სალაპარაკო თემის "ჩაგდება" :)
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ნოემბერი 2017 11:53
    0
    რატო დატანჯეს ეს ბიჭი smiley
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs