წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
9 სექტემბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1925 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1965-1967) როკე ოლსენი.
1946 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი მიგელ ანხელ ბუსტილიო. 1968-1972 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბუსტილიომ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1951 წელი
ლა ლიგაში ლადისლაო კუბალას დებიუტი შედგა.
1979 წელი
“სარაგოსასთან” გასვლით შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით ალან სიმონსენის დებიუტი შედგა. დანიელმა ფეხბურთლმა 87-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში 2-2 გახადა.
1984 წელი
“ბარსელონას” ამჟამინდელი ჰიმნის კომპოზიტორი მანუელ ვალსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1987 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი კამერუნელი ნახევარმცველი ალექსანდრე სონგი. 2012-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 66 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სონგმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1989 წელი
“ოსასუნასთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში რონალდ კუმანმა “ბარსელონას” მაისურით პირველი 2 გოლი გაიტანა.
1995 წელი
“ბარსელონას” შემადგენლობაში ლუიშ ფიგუს დებიუტი შედგა.
1998 წელი
78 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი მარიანო მარტინი.
2010 წელი
“ბარსელონას” მუზეუმმა გახსნიდან 26 წლის შემდეგ სტუმრების რაოდენობით 20-მილიონიან ნიშნულს მიაღწია
2017 წელი
“ბარსელონაში” უსმან დემბელეს ოფიციალური დებიუტი შედგა. “ესპანიოლთან” 5-0 მოგებულ შეხვედრაში ფრანგმა თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
2017 წელი
ალექსია პუტელიასმა “ბარსელონას” ქალთა გუნდში მე-200 შეხვედრა “ფუნდასიონ ალბასეტეს” წინააღმდეგ ჩაატარა.
2026 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე “ფეიენორდთან” 5-1 მოგებული შეხვედრა “ბარსელონას” მაისურით პედრისთვის 250-ე, ხოლო ჟოან გარსიასთვის 50-ე თამაში გამოდგა.




თავდამსხმელი რო 5 გოლიდან ერთ ასისტს გააკეთებს, მშვენიერია. დანარჩენები ვინ გაიტანა ლეომ?
უკან დემბელეს დებიუტი არ გაუშვა სადმე