ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 6 ივლისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 6 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 ივლისს მოხდა.

თამაშები

6 ივლისს “ბარსელონაs” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1920 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი სესარ როდრიგესი. 1939-1955 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 456 თამაშში მან 304 გოლი გაიტანა. სესარმა კატალონიურ კლუბთან ერთად 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის თასი და 3 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

1963/64 წლების სეზონში სესარი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო.

2004 წელი

“ბარსელონაში” გუნდის ახალწვეულის, დეკუს პრეზენტაცია შედგა.

2008 წელი

ჟოან ლაპორტას წინააღმდეგ აღძრული იმპიჩმენტის პროცესი წარუმატებლად დასრულდა. პროცესის ორგანიზატორებს პრეზიდენტის გადაყენებამდე ცოტა დააკლდათ.

2015 წელი

მადრიდის “ატლეტიკომ” არდა თურანის “ბარსელონაში” ტრანსფერი დაადასტურა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • El pistolero 9
    schedule 06 ივლ 2021, 12:25

    სეზარი რა გიჟი ყოფილა 456 თამაშში 304 გოლი🙌🙌