ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 აპრილს მოხდა.

თამაშები

19 აპრილს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1959 წელი

“ბარსელონამ”, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა, ბოლო ტურში “ოვიედო” 7-1 გაანადგურა. გოლები ეულოხიო მარტინესმა (3), ტეხადამ (2), სუარესმა და კუბალამ გაიტანეს.

ეს მატჩი “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-700 იყო.

1964 წელი

საკუთარ კედლებში გამართულ ბარსელონურ დერბიში “ბარსამ” “ესპანიოლი” 5-0 გაანადგურა. გოლები კაიეტანო რემ (3), კოჩიშმა და გრასიამ გაიტანეს.

1970 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი აბელარდო. 1994-2002 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით მან 260 თამაში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. აბელარდომ “ბარსელონაში” 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ჩემპიონთა თასი მოიგო.

1972 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული შემტევი რივალდო. 1997-2002 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 235 თამაში ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. რივალდომ კატალონიურ კლუბთან ერთად 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1978 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “ლას პალმასი” 3-1 დაამარცხა და ტიტული მეთვრამეტედ მოიგო. გოლები რეშაკმა (2) და ასენსიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიში უკვე 27-ე წუთზე იყო დაფიქსირებული.

2003 წელი

მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. თავიანთ ყოფილ გუნდებს გოლები რონალდომ და ლუის ენრიკემ გაუტანეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 20 აპრ 2021, 14:38

    nika 54,
    🤷‍♂️🤣🤣

  • nika 54
    schedule 19 აპრ 2021, 14:53

    1970 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი აბელარდო. 1994-2002 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 260 თამაში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. აბელარდომ "ბარსელონაში" 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ჩემპიონთა თასი მოიგო.
    ეს თუ 1994-ში მოვიდა, ბარსას ჩემპიონთა ლიგა 1992-ში ქონდა მოგებული და შემდეგ ლიგა 2006-ში, ამან რანაირად მოიგო ჩემპიონთა ლიგა 1994-2002 წლებში.