მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 აპრილს მოხდა.

თამაშები

12 აპრილს “ბარსელონას” 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1931 წელი

ესპანეთის თასის 1/16 ფინალის პირველ თამაშში “ბარსელონამ” “დეპორტივო ბალომპიე” 9-0 გაანადგურა. გოლები გოიბურუმ (4), აროჩამ (2), კასტილიომ, საგი-ბარბამ და სამიტიერმა გაიტანეს.

1885 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ფრანსისკო ბრუ. 1920 წელს ის ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა.

1911 წელი

პირენეების თასის ფინალში “ბორდოს” 4-0 განადგურებით “ბარსელონა” ამ ტიტულს მეორედ დაეუფლა.

1974 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი სილვინიო. 2004-2009 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 135 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სილვინიომ “ბარსელონასთან” ერთად 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1985 წელი

67 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ვისენტე დასოტი.

1987 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” უგოლოდ დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2021, 19:25

    უინტერესო დღე გამოვიდა.

  • El pistolero 9
    schedule 13 აპრ 2021, 00:48

    არაფერი ისეთი არ მომხდარა