ლა ლიგამ 2026/27 წლების სეზონის მე-14 ტურისა და წინ გადმოტანილი 23-ე ტურის რამდენიმე მატჩის განრიგი გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა “ბარსელონას” ორი შეხვედრის დაწყების დროც.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ჰანსი ფლიკის გუნდი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე, ლა კორუნიაში “დეპორტივოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა “რიასორის” სტადიონზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მატჩის თარიღი ესპანეთში საპარლამენტო არჩევნების დღეს ემთხვევა.
ამ შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, 2 დეკემბერს, “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლებს. თამაში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ესპანეთის დროით 21:30 საათზე დაიწყება, რაც თბილისის დროით 3 დეკემბრის 00:30 საათია.
ეს დაპირისპირება ლა ლიგის 23-ე ტურის ფარგლებში 2027 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა ესპანეთის სუპერ თასის გამო დეკემბერში გადმოიტანეს.
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის ესპანეთის სუპერ თასი სტამბოლში, 2-6 თებერვალს გაიმართება. ნახევარფინალში “ბარსელონა” სწორედ “ატლეტიკოს” შეხვდება. მატჩი 2 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამრიგად, კატალონიელები და მადრიდელები სამი თვის განმავლობაში ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდებიან – 8 ნოემბერს, 2 დეკემბერსა და 2 თებერვალს.




და ატლეტიკოსთან თამაშამდე ვინმე ტრავმირებულებიდან დაბრუნებას მოასწრებს?