წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 მარტს მოხდა.
თამაშები
9 მარტს “ბარსელონას” 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.
1958 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” 7-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ევარისტომ (3), კუბალამ (2), რიბელიესმა და ვილიავერდემ გაიტანეს.
1969 წელი
ხოსე ანტონიო სალდუამ “რეალ მადრიდს” ლა ლიგის ზედიზედ მე-4 თამაშში გაუტანა. “კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა.
1996 წელი
“ბარსელონამ” “ვალენსიასთან” სტუმრად 1-4 წააგო. კატალონიელთაგან ერთადერთი გოლი გილერმო ამორმა გაიტანა და მისი ეს დარტყმა “ბლაუგრანასთვის” ლა ლიგაში მე-4000 გოლი გამოდგა.
1997 წელი
“ბარსელონასა” და “კომპოსტელას” შორის “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრა პირველი სატელევიზიო პროდუქტი იყო, რომელიც ესპანეთში PPV სისტემით (როდესაც ფულს ერთი კონკრეტული თამაშისთვის ცალკე იხდი) გავიდა.
2013 წელი
ლეო მესიმ გოლი ლა ლიგის ზედიზედ მე-17 თამაშში გაიტანა, “ბარსელონამ” კი “დეპორტივო” “კამპ ნოუზე” 2-0 დაამარცხა.
გოლი ზედიზედ 17!!!!თმამაშში.გიჟია ეს უპატრონო
ხვალ უეჭველი ვიგებთ❤️
არაფერი საინტერესო, ისევ მესის მიღწევა 2013-ში
ყველაფერი სწორია, განსაკუთრებით ეს სიტყვები: თუ დაცვამ არ ყლაპა და აქეთ არ გავუშვით…
ვაქამბექებთ ხვალ, პირველ ტაიმში 2-0 გვინდა მინიმუმ.
ხვალინდელ თამაშზე იმდენად არ ვინერვიულებ, რადგან შეგუებული ვარ იმას, რომ ჩვენთვის ამ სეზონზე ჩ. ლიგა დასრულებულია. იმედს არ ვკარგავ, მაგრამ რეალისტი ვარ, თანაც სტუმრად ვთამაშობთ. მთავარია არ შევრცხვეთ და ღირსეულად გამოვეთიშოთ. ხშირად ღირსეულად წაგება ჯობია, უღირს მოგებას. გავძლიერდებით და მომავალ წელს გავხევთ ყველას. უკვე მჯერა, რომ მილანი არ გველოდება და დავძლევთ ამ ჩავარდნას. დაღმართს აღმართი მოყვება.
ხვალ აუცილებელია პირველ ტაიმში მოვიგოთ 2 ბურთით. თუნდაც 1-3 რომ მოვიგოთ მეორე ტაიმში 1 ბურთის გატანის შემდეგ (თუ დაცვამ არ ყლაპა და აქეთ არ გავუშვით) პსჟ წესით პანიკაში უნდა იყოს და უნდა მიაყოლონ კიდე 1 გოლი. დაცვაში ჩაჯდომა არ უნდა არანაირად. როგორც დიდი ენრიკე იტყოდა მათ თუ გაგვიტანეს გასვლაზე 4 ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ 5. დიდი იმედი არ მაქვს (საერთოდ არ მაქვს 😃) მაგრამ ბარსაა და ბიჭებს უნდა უხაროდეთ კიდე ლაპორტას მოსვლა და მოტივაციაც 10 მაგი ექნებათ წესით. პიკე იყოს შაკირაზე საკადრის პასუხს გასცემდა მაგ არასწორებს. დემბელე მესის უნდა გაეხსნათ და მერე უკვე იქნება რაღაცა იმედები. ვისკა ბარსა!
