წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 თებერვალს მოხდა.
თამაშები
5 თებერვალს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1897 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1919-1924) კლიმენტ გრასია. მან “ბლაუგრანას” რიგებში 2-ჯერ ესპანეთის თასი და 5-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი მოიგო.
1928 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის თასის გათამაშება “იბერიასთან” საშინაო მოგებით (4-1) დაიწყო. მასპინძელთაგან არნაუმ (2), გარსიამ და სამიტიერმა გაიტანეს.
1956 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგის გასვლით მატჩში “დეპორტივო” 7-0 გაანადგურა. გოლები მანჩონმა (2), სამპედრომ (2), კუბალამ (2) და ვილიავერდემ გაიტანეს.
1965 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი გეორგე ჰაჯი. 1994-1996 წლებში “ბარსელონაში” 51 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთხელ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. 1990-1992 წლებში ჰაჯი “რეალ მადრიდში” თამაშობდა.
1975 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი ვან ბრონხორსტი. 2003-2007 წლებში “ბარსელონაში” მან 154 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ნიდერლანდელმა მარცხენა მცველმა 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1980 წელი
UEFA-ს სუპერ თასის პირველ მატჩში 0-1 წაგების შემდეგ, “კამპ ნოუზე”, გუნდმა “ნოტინგემ ფორესტს” ვერ მოუგო (1-1) და ტიტული დათმო. ეს ამ ტურნირზე “ბარსას” პირველი ასპარეზობა იყო.
1984 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ლუდოვიკ სილვესტრე. 2006 წელს მან 2 თამაში ჩაატარა.
1992 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარი. 2013-2017 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 186-ჯერ ითამაშა, 105 გოლი გაიტანა და 76 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიელმა 8 ტიტული მოიგო (2 ლა ლიგა, 3 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი).
1997 წელი
ნიდერლანდურმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუი ვან გაალი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბობი რობსონს ჩაანაცვლებდა.
ეჰ ნეიიი…. რატომ წავიდაა
ჩემი აზრით რონალდინიოს და მესის შემდეგ ნეიმარზე მაგარი არავინ მოსულა გუნდში 😑
ნეიმარზე ნერვები მეშლებააა!!😠😡