სერჟი რობერტო: გატანა მეთვითონაც შემეძლო, მაგრამ დავინახე, რომ ლევანდოვსკი მარტო იყო

სერჟი რობერტო: გატანა მეთვითონაც შემეძლო, მაგრამ დავინახე, რომ ლევანდოვსკი მარტო იყო

დღევანდელი მატჩის ერთ-ერთი გმირის, სერჟი რობერტოს კომენტარი "ნაპოლისთან" შეხვედრის (3-1) შემდეგ:

ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ის ადგილია, სადაც "ბარსელონა" უნდა იყოს. დღეს ქომაგები თითოეულ მომენტში ჩვენთან იყვნენ. გასაოცარი საღამოა.

"კამპ ნოუ" განსხვავებულია, მაგრამ ყოველ მატჩში ასეთი ატმოსფერო გვჭირდება. შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ მეტოქემ 1 გოლი გაქვითა, მაგრამ საბოლოოდ, სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.

კუბარსი ბრწყინვალეა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. პაუ ჩვენს გაოცებას არასდროს წყვეტს. ამ ასაკში ასე თამაში... მან მთელი ცხოვრება აქ უნდა გაატაროს. კუბარსი თავმდაბალი და შრომისმოყვარეა, ერთ-ერთი "ლა მასიელი". "ბარსელონა" სწორედ ასეთი რაღაცების გამოა მეტი, ვიდრე კლუბი. ახალგაზრდები წარმოუდგენელ დონეზე არიან.

ასისტი ლევანდოვსკის? გატანა მეთვითონაც შემეძლო, მაგრამ როცა გიუნდოგანმა პასი მომცა, დავინახე, რომ რობერტი თავისუფალი იყო.

ამ გუნდის კაპიტნობა დიდი პატივია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 13 მარტი 2024 10:21
    12
    ამია ნახევარი ესმოდეს აქაურ ექსპერტობას რაც ამას ესმია საქართველოშიც წავა ფეხბურთში კარგად საქმე😁არაა ტოპი მაგრამ სულს და გულს დებს მომენტს გრძნობს მნიშვნელოვანი გოლები აქ გატანიკი ასევე ასისტები და მაიმც გუნდიდან ვაგდებთ რის გამო?მასზე სწრაფი რო გაცდა?რო მოატყუეს იმ პოზოცოაზე სადაც არასდროა უთამაშია ტაქტიკურად?ბწვრჯერ მოგვშლია ნერვები მის გაცუდებულ პასზე მომენტზე მის შეცდომაზე მაგრამ ყველსფერი დაივიწყო და 0 გამოიყვანო ფეხბურთელი არაა სწორი მიდგომა იმ მომენტის გუკისთვის ყველაფერს ხო არ წაშლი?დღესაც 20 წუთი ბუსკეცი მარტო დაუმალავდა ნაპოლის ბურთს ძველი გვარდიოა დასატოვებელი იყო მინიმუმ 1 წელი
    წევრი [?]
    #2 13 მარტი 2024 09:41
    18
    რობერტო არაა რაღაცა ტოპ და საუკეთესო ნახევარმცველი მაგრამ აშკარაა რომ ფეხბურთი ესმის, მომენტებს გრძნობს და დიდ თამაშებში სულ ჩანს, სკამზე პრეტენზია არაქვს, ხელფასი მინიმუმი აქვს ამიტომ რატომ უნდა ითხოვდეთ აქ რობერტოს გაგდებას? დავიჯერო ამდენი მწვრთნელი აზრზეა არაა და მარტო ბარსამანიას პროფესორებს ესმით ფეხბურთი?
    ფანი [?]
    #1 13 მარტი 2024 06:56
    32
    რობერტო კიარა რობოტი ხარ შეჩე) ტიპი ყველგანაა სადაც დააყენებენ. მილიონი მწვრთნელი გამოიცვალა და მილიონივემ ადიდა ეს კაცი და, მოდი და თქვი, რაიმე ძვირი, მასზე რა...