რექსაჩი: “ხელით თამაში ჯარიმაა”

რექსაჩი: “ხელით თამაში ჯარიმაა”

გთავაზობთ თარგმანს სვეტისა, რომელსაც კარლეს რექსაჩი ყოველ სამშაბათს elmundodeportivo-ში აქვეყნებს.

 

ლა ლიგის გასული ტური კვლავ პოლემიკისა და განხილვის თემა გახდა. ჩემპიონატი სულ უფრო და უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით არბიტრებისა და “ბარსასთვის”. განხილვის ბოლო დროინდელ თემებად იქცა მადრიდელთა მხრიდან ორი სუფთად ხელით თამაში, რაც დაუსჯელი დარჩა. ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ თამაშის წესებში გარკვევით წერია: ხელით თამაში უნდა დაისაჯოს. თუ შენ საკუთარ საჯარიმოში ითამაშე ხელით, ეს უკვე პენალტია. ყველაფერი მარტივია. როდის ჩნდება ეჭვების მიზეზები? მაშინ, როცა ჩნდება ეჭვი – ბურთმა იპოვა ხელი, თუ ხელმა ბურთი… ეს იმსახურებს ბარათს თუ არა…ჩემი აზრით ხაბი ალონსოს მიერ ხელით თამაში არ იყო განზრახული, მაგრამ ეს მოხდა ფეხბურთელის საჯარიმოში. შესაბამისად უნდა დანიშნულიყო პენალტი. ამასთან, სერხიო რამოსის ხელით თამაში არამარტო პენალტის დანიშვნის მიზეზი, არამედ ფეხბურთელის გაძევების მიზეზიც უნდა გამხდარიყო, რადგან რამოსმა შეუცვალა მიმართულება ბურთს, რომელიც სწორედ კარში მიდიოდა.

 

უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ არბიტრის ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება ინტერპრეტირებული იქნას სხვადასხვაგვარად და ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ მიმდინარე სეზონის განმავლობაში მსაჯების ყველა გადაწყვეტილება მადრიდელთა სასარგებლოდ მოხდა. მეჩვენება, რომ ფეხბურთის წესები ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევენ არბიტრებს და თუ გადაწყვეტილება უნდა იქნას გამოტანილი წამებში, პრობლემა კიდევ უფრო იზრდება. როცა მატჩის დასრულების შემდეგაც კი ექსპერტებს არ შეუძლიათ ეპიზოდების გაანალიზება, მაშინ რა უნდა ქნან მსაჯებმა წამებში, თან მოურინიოსა და მისი ფეხბურთელების მხრიდან ზეწოლის პირობებში. შეიძლება, სიტუაციიდან გამოსავალი ძალიან მარტივია: ნებისმიერი თამაში ხელით უკვე ჯარიმაა. თუ ეს ხდება საჯარიმოში, მაშინ პენალტია. არავითარი ზედმეტი შეკითხვები. თუ ასე ვიხელმძღვანელებთ, მაშინ არ იქნება საფუძველი ეჭვებისა და პოლემიკებისთვის. დღევანდელ წესებში ძალიან ბევრი ლაფსუსია, რაც მხოლოდ გაურკვევლობას იწვევს. იგივე პიკე გაძევებულ იქნა “სპორტინგთან” მატჩში, რადგან მსაჯმა ჩათვალა, რომ ფეხბურთელმა მეტოქეს ერთი ერთზე გასვლაში შეუშალა ხელი.

 

მადრიდი წვალობს “ბერნაბეუს” გარეთ

აი, უკვე მერამდენე დღეა გავიძახი, რომ მადრიდელებს თამაში უჭირთ. ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე მხოლოდ ჩემს სურვილებს გამოვხატავ, მაგრამ ეს ასე არ არის. მადრიდელებმა იწვალეს “მალიორკასთან”, “ხეტაფესთან”, “ვალიეკანოსთან”, “ბეტისთან”… ყველა “კულე” გულდაწყვეტილია, რომ ეს ყველაფერი არ აისახა ქულების დაკარგვაზე, მაგრამ “ბარსა” ზეწოლა არ აძლევთ დედაქალაქელებს მოდუნების შანსებს. ველოსპორტში ის, ვინც ფლობს საერთო უპირატესობას, ყოველ ეტაპზე განიცდის ზეწოლას სხვა მონაწილეების მხირდან, ვინც მის უკან არიან. იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება ჩემპიონატშიც, წინ ხომ უამრავი ეტაპია და მადრიდელებს ელით რთული გასეირნება.

 

ჩემი მოგონებები

თვალი გადავავლე ჩემს საფეხბურთო კარიერას და გავიხსენე ის პენალტები, რომლებიც არ დაინიშნა ჩვენს სასარგებლოდ, ან ჩვენს კარში დაინიშნა შეცდომით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ საჯარიმოში ნებისმიერი ხელით თამაში ნიშნავდა პენალტს, თუნდაც ამას არ მოჰყოლოდა გაძევება. ყველასთვის ცხადი იყო, რომ თუ ბურთი მიდიოდა კარში და მას გადაეღობებოდა ხელი, ეს ნიშნავდა პენალტს. აღარ იყო უაზრო საუბრები და კამათი, თუმცა ჩემს დროს სტადიონზე არ იყო ამდენი კამერა და წარმოუდგენელი იყო ყველაფრის ცხადად დანახვა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია