ანდრეს ინიესტას მოუწევს ბევრი ტანჯვა-წამების გადატანა რომის ფინალამდე, მაგრამ მან ეს დაკარგული დრო უნდა აინაზღაუროს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ესპანელი ნახევარ-მცველი ისევე როგორც რაფა მარკესი არ გამგზავრებულა ვალენსიაში მესტალიაზე და არ უგვრძნია ის სიამოვნება, რასაც მისი თანაგუნდელები განიცდიდნენ იმ დროს. იგი აღდგენით პროცესებს იტარებდა, რომ რომის ფინალმა მის გარეშე არ ჩაიაროს.
ინიესტამ განმარტა რომ ოთხშაბათის ფინალი იყო ძალიან კარგი სანაჩავი და ძალიან გახარებულია იმით, რომ სამეფო თასი მის გუნდს დარჩა.
“მე ფინალი სახლში ვნახე, მაგრამ იმავეს განვიცდიდი, რასაც ჩემი კოლეგები განიცდიდნენ თამაშის დასრულებისას. მე მათით აღრფთოვანებული ვარ და ამაყი ისევე როგორც ყველა “ბარსელონას” გულშემატკივარი”.
“თამაში ჩვენთვის არცთუ სახარბიელოდ დაიწყო, მაგრამ ჩვენმა გუნდმა თავისი თამაში იპოვა რაც შედეგზეც აისახა. პატარა შედევრიც დაიდგა თამაშის დროს, რომელიც ტურემ შექმნა, ხოლო მეორე ტაიმში ჩვენ ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და 10 წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გავიტანეთ და კიდევ ბევრი გოლის გატანა შეგვეძლო”.
ინიესტას გაცნობიერებული აქვს პრინციპი: “იყო ნერვიული თამაშისას ეს საჭიროცაა, სხვანაირად აზრი დაეკარგება თამაშს”.
“მე ვისიამოვნე ამ თამაშით და ჩემი თანაგუნდელებით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ პირველი ტიტული უკვე მოვიგეთ და ვიმედოვნებ მეორეც ამ ვიკენდზე იქნება. თუ მესამეც მოვიპოვეთ, ეს სეზონი საუკეთესო იქნება ჩემს ცხოვრებაში”.
წყარო www.sport.es