მიუხედავად იმისა, რომ გუნდის სატურნირო მდგომარეობა პრიმერაში ძალიან გართულდა ფეხბურთელები პრიმერას ზედიზედ მეოთხედ მოგებას მაინც შეეცდებიან.
დანი ალვესი: ”ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა როცა გოლის გატანას ვერ ახერხებ მოგება შეუძლებელია. ახლა ”რეალს” კიდევ უფრო ჩამოვრჩით. მე იმაზე უფრო დიდი ჩამორჩენა მინახავს, რაც ახლა არის”.
ვიქტორ ვალდესი: ”ჩვენ ყველა მატჩის მოგება უნდა ვეცადოთ. ლა ლიგა დაკარგული არ არის, მაგრამ თუკი ასეთი ჩამორჩენა შენარჩუნდება კიდევ უფრო გაგვიჭირდება”.
სერხიო ბუსკეტსი: ”ჩვენ არ გვყოფნიდა მონდომება, რაც ოთხშაბათს გვქონდა. არ არის გოლები არ არის გამარჯვება. წინ კიდევ ბევრი მატჩია, მათ შორის კლასიკო ”ნოუ კამპზე”
სესკ ფაბრეგასი: ”ჩვენ ერთმანეთი ისე უნდა გავამხნევოთ, როგორც არასდროს. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. 7 ქულა რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ მოგებები უნდა გავაგრძელოთ. შეუძლებელი არაფერია”.
კარლეს პუიოლი: ”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა მოვიგოთ. ლა ლიგა დაკარგული არაა. ჩვენ არ ვნებდებით”.
კრისტიან ტელიო: ”მოხარული ვარ ჩემი დებიუტით, მაგრამ არა შედეგით. პირველ გუნდში თამაში შთამბეჭდავია”.
ლეო მესი: ”წინ ბევრი მატჩია. ჩვენთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია და მათ მოგებას შევეცდებით. ჩემპიონატში ახლა დაიწყო მეორე წრე და გასათამაშებელი ბევრი ქულაა”.
ორშაბათს დილით გუნდი სამეფო თასის 1/2 ფინალური შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებს. ვარჯიშის შემდეგ პრეს-კონფერენციას ხოსე მანუელ პინტო გამართავს.