მშობლიურ სანტანდერში, 66 წლის ასაკში დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ხუან კარლოს პერესი, 70-იანი წლების ”ბარსელონას” კაპიტანი.
ხუან კარლოს პერესი გუნდში 1968/69 სეზონიდან 1974/75 წლებამდე ასპარეზობდა. მან 163 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლის გატანა შეძლო. ის იყო ”ბარსელონას” კაპიტანი 1973/74 წლის სეზონში, როცა გუნდში დებიუტი იოჰან კრუიფს ჰქონდა. ასევე მან გაიყვანა გუნდი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” იმ მატჩში, როცა კატალონიელებმა 0:5 დაამარცხეს მეტოქე.
კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა: ”დღეს ბარსელონიზმისთვის სამწუხარო დღეა. ხუან კარლოს პერესი ჩვენგან ძალიან ადრე წავიდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება. ამ რთულ წუთებში მინდა მწუხარება გამოვთქვა ოჯახის მიმართ და დახმარება აღუთქვა მათ. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება კლუბის სიმბოლო, რომელიც კლუბში იმ ეპოქაში თამაშობდა, როცა ”ბარსას” რიგებში თამაში რთული იყო”.
მისი ყოფილი თანაგუნდელები, ხოსეპ მარია ფუსტე და კარლეს რექსაჩი კლუბის სახელით დაესწრებიან დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც სანტანდერში გაიმართება. თასის 1/4 ფინალური შეხვედრა ”ნოუ კამპზე” წუთიერი დუმილით დაიწყება.








