რექსაჩი : “”რეალი” როგორც გუნდი, არ ფუნქციონირებს”

რექსაჩი : “”რეალი” როგორც გუნდი, არ ფუნქციონირებს”

“ბარსას” ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა მადრიდული კლუბის წლევანდელ სეზონზე და მწვავე განცხადებებიც გააკეთა. 

 “უკმაყოფილო დავრჩი ბოლო “კლასიკოთი”. მეგონა მადრიდული კლუბი უფრო კარგ შთაბეჭდილებას დატოვებდა. “რეალში” ბევრი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათ გუნდურობა აკლიათ. მათ არ გააჩნიათ კარგად დახვეწილი სტილი და აკლიათ სტაბილურობა. დღეს-დღეობით “ბარსელონა” რეალს ბევრ კომპონენტში ჩაგრავს, რაც თამაშის შედეგზეც აისახა.”

 შეგახსენებთ რომ, კარლეს რექსაჩი კატალონურ კლუბს 2001-2002 წლებში წვრთნიდა და დღემდე ბარსელონას ერთგული გულშემატკივარია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი