მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” სევიულიური “ბეტისი” მიიღო და მძიმე ბრძოლაში 4-2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბეტისის” მწვრთნელმა, პეპე მელიმ ისაუბრა შეხვედრის შესახებ და ისიც თქვა, რომ გვარდიოლამ მას მიულოცა:
“ჩვენ ბედნიერები ვართმ რადგანაც როდესაც 11 კაცით ვთამაშობდით, არ ვაგებდით ისეთ მეტოქესთან, როგორიც “ბარსელონაა”. ჩვენ მოსაგებად ვთამაშობდით და კაცი რომ არ გაეგდოთ 4-2 არ დასრულდებოდა. მატჩის შემდეგ გვარდიოლა მოვიდა და მომილოცა. ის ძალიან კარგი ადამიანია და მითხრა, რომ ჩემმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა,” განაცხადა მელიმ.