workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-”ბილბაოს ატლეტიკი”. ფეხბურთელთა შეფასებები.

“ბარსელონა”-”ბილბაოს ატლეტიკი”. ფეხბურთელთა შეფასებები.

“ბარსელონამ” მესტალიაზე კოპა დელ რეის ფინალში დაამარცხა “ბილბაოს ატლეტიკი”, რითაც 25-ედ მოიპოვა ესპანეთის თასის გამარჯვებულის წოდება. გთავაზობთ ამ მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა შეფასებებს.

“ბილბაოს ატლეტიკი”

ირაისოსი 7. მართალია 4 გოლი გაუშვა, მაგრამ კარგი სეივებიც გააკეთა და და დაეხმარა გუნდს უფრო დიდი ანგარიშით არ წაეგო.

ირაოლა 5.5. “ატლეტიკის” მცველმა გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, მაგრამ ბლაუგრანას თავდამსხმელებთან ვერაფერი მოახერხა.

ოსიო 5.5. პირველი ტაიმი კარგად მეურვეობდა ეტო’ოს მაგრამ მეორეში მას კამერუნელი თავდამსხმელი ბერვჯერ გაექცა.

ამორებიეტა 5.5. ისიც სხვა მცველებთან ერთად პირველი ტაიმი კარგად თამაშობდა და არ აძლევდა “ბარსას” კარგი შეტევის საშუალებას, მაგრამ მეორე ტაიმი ვერ ითამაშა, რაც ანგარიშზე აისახა.

კოიკილი 6. უდრეკად იდგა თავის პოზიციაზე, მაგრამ მანაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

ორბაისი 5.5. კარგად ჩამოდიოდა დაცვაში, მაგრამ ისე არა როგორც საჭირო იყო.

ჩავი მარტინესი 6. ძირითადად კარგად თამაშობდა, “ბილბაოს” შავ სამუშაოს ასრულებდა.

იესტე 5. მთელი თამაში ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო თავისი თამაშის პოვნა, რითაც დაბალი ქულა დაიმსახურა.

დავიდ ლოპესი 5.5. მთელი თამაშის განმავლობაში დარბოდა და დასდევდა “ბარსას” ფეხბურთელებს, მაგრამ დაიღალა და დიდი ვერაფერი გააკეთა.

ტოკუერო 7. შეიძლება ითქვას კარგად ითამაშა. გოლი გაიტანა, თუმცა მეტი არაფერი გაუკეთებია.

ლორენტე 5.5. პრობლემებს უქმნიდა “ბასელონას”, ერთხელ პინტომ აირო მისი დარტყმული, მაგრამ ამ ფეხბურთელმაც “ბარსას” საზიანო ვერაფერი გააკეთა.

შეცვლაზე შემოსულები.

ეჩებერია 5. შეცვალზე შემოვიდა, მაგრამ წინ წაწევას ვერ ახერხებდა. ძირითადად უკან იყო დაწეული.

ივან ვალესი 5. მართალია მანაც სახიფათო “ბარსას” კართან ვერაფერი გააკეთა, მაგრამ ყველა ბურთზე იბრძოდა.

“ბარსელონა”

პინტო 6. მთელი საღამო მშვიდად ჩაატარა, ისევე როგორც მთელი კოპა დელ რეი.

ალვეში 8. არ დაღლილა მთელი თამაშის განმავლობაში. მეტოქის კარისკენაც დაარტყა სახიფათოდ. ერძთხელ ჯარიმა და ერთხელაც შორი მანძილიდან.

ტურე 8.5. მართალია მცველი არაა, მაგრამ თავის მოვალეობას კარგად გაართვა თავი და გაიტანა კიდეც შესანიშნავი გოლი.

პიკე 7.5. ძირითადად ლორენტეს მეურვეობდა და არ აძლევდა საშუალებას რამე სახიფათო შეექმნა “ბასელონას” კართან.

პუიოლი 8. თამაშის უმეტესი ნაწილი თავის პოზიციაზე არ გაუტარებია, თუმცა ეს არც იყო საჭირო.

ბუსკეტსი 7.5. როგორც მთლიანად გუნდი ისიც კარგად თამაშობდა, არ უშვებდა ბევრ შეცდომებს.

ჩავი 9. მთელი თამაშის განმავლობაში არცერთი შეცდომა არ დაუშვია. კარგად წარუძღვა ნახევარ-დაცვას და გაიტანა შესანიშნავი ჯარიმა.

კეიტა 7.5. შეეძლო უფრო კარგად ეთამაშა და საშუალება არ მიეცა “ბილბაოსთვის” გოლის გატანისა, თუმცა მთლიანობაში ნორმალურად ითამაშა.

მესი 8.5. პირველ ტაიმში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, მაგრამ მეორეში აშკარად მოუმატა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემა გაუკეთა ბოიანს და მთელი მეორე ტაიმი კარგად უტევდა.

ეტო’ო 7.5. მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა სივრცეები გაეთავისუფლებინა დანარჩენი ფეხბურთელებისთვის, მეორე ტაიმში ბერვჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა.

კრკიჩი 8. გაიტანა ლამაზი გოლი და მთელი თამაში კარგად მუშაობდა. დაამტკიცა რომ კარგი ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ სურს ბევრ ევროპულ გუდს მისი გადაბირება.

შეცვლაზე შემოსულები.

პედრო 6. მეორე ტაიმის ბოლოს შემოვიდა და ძირითადად უკან პასებს აკეთებდა.

სილვინიო 6. ბრაზილიელი მცველი თამაშისგან სიამოვნების მიღებისთვის შევიდა თამაშის ბოლო 5 წუთში, დიდი არაფერი არ გაუკეთებია, უბრალოდ ვერ მოასწრო.

გლები 6. შეეცადა ისტორიაში შესულიყო და გოლი გაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა.

წყარო www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward