თანაგუნდელების მხარდაჭერა გავის

თანაგუნდელების მხარდაჭერა გავის

გუშინ "ბარსელონას" ნახევარმცველმა გავიმ მენისკის ართროსკოპია გაიკეთა და ცნობილი გახდა, რომ ის დაახლოებით 4-5 თვე ვერ ითამაშებს.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, გავი ემოციურად განადგურებულია. 21 წლის ფეხბურთელი ასეთ მძიმე შედეგს საერთოდ არ ელოდა.

"ბარსას" მოთამაშეებმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე თანაგუნდელს გამამხნევებელი პოსტები მიუძღვნეს.

ლამინ იამალი
ჩემო მეომარო, ეჭვი არ მეპარება, რომ მალე დაბრუნდები და ისევ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდები. ვერაფერი შეგაჩერებს, ყველანი გელოდებით. გისურვებ მხნეობას, ძალიან მიყვარხარ. ❤️
მარკუს რაშფორდი
უფრო ძლიერი დაბრუნდები, გავი. ❤️
მარკ ბერნალი
გამხნევდი, ჩემო ძმაო, შენ ყველაფერი შეგიძლია. ❤️❤️
ალეხანდრო ბალდე
უფრო ძლიერი დაბრუნდები, ჩემო ძმაო. ჩვენ შენთან ვართ. ❤️❤️❤️
დანი ოლმო
შენთან ვართ, მეომარო! დიდი თამაშები და გამარჯვებები გველოდება. სწრაფი გამოჯანმრთელება. წინ ერთად ყველაფრისთვის, ჩემო პატარა ძმაო. ❤️
ანსუ ფატი
ყოველთვის შენთან ვარ, ძმაო. ❤️

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 სექტემბერი 2025 19:43
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ფერმინმა არფერი დაწერა?

    აშკარად აღარ კონტაქტობენ

    არც სავადმყოფოში მიაკითხა სხვებთან ერთად.
    Culé [?]
    #6 25 სექტემბერი 2025 12:50
    0
    ამ კაცის მჯერა, დაბრუნდება და ისევ ის მონდომება და თავდადება ექნება ❤️
    წევრი [?]
    #5 25 სექტემბერი 2025 11:12
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ფერმინმა არფერი დაწერა?

    აშკარად აღარ კონტაქტობენ



    ბარსამ პოსტი დადო ინსტაგრამზე გავის მხარდასაჭერი და ის პოსტი გადააზიარა სთორიზე, გული ემოჯიც მიუწერა :დ
    Culé [?]
    #4 25 სექტემბერი 2025 10:12
    0
    ფერმინმა არფერი დაწერა?

    აშკარად აღარ კონტაქტობენ
    Culé [?]
    #3 25 სექტემბერი 2025 05:43
    1
    ძალიან უნდა მოინდომოს და პირველ რიგში მენტალურად იყოს ძლიერი
    წევრი [?]
    #2 24 სექტემბერი 2025 23:54
    1
    ეეჰ სამწუხაროა ესეთი ნიჭის პატრონი ტრამვებს რო ეწირება სულ თავდაპირველად გუნდის ცენტად ეს და პედრი მოიაზრებოდა, რა დეიონგი, გავი იმენა ბარსელონას ფორმაციის ფეხბურთელია ზუსტად ის ვინც პედრის გვერდით სჭირდება, მაგრამ ტრამვამ შეცვალა მოცემულობა, რომ არა ის პირველი ტრამვა ეხლა შეიძლება ძიდითადის ფეხბურთელი ყოფილიყო პედრისთან ერთად. ისეთი ზიანი აქვს სავარაუდოთ ცხოვრების ბოლომდე შეაწუხებს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეიძლება ოპტიმისტურად შევხედოთ, მაგრამ მხოლოდ ოპიტიმისტურად შევხედოთ თემაა 😔😔❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 სექტემბერი 2025 22:02
    3
    ანსუსთან ძმაკაცობდა როგორც მახსოვს