უეფას ფრანგი პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელიც იაპონიაში იმყოფება და თვალ–ყურს ადევნებს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატს, აღფრთოვანებულია კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ლიონელ მესის გამოსვლით.
ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ლეო ბრწყინვალე ფეხბურთელია და მას თავისუფლად შეუძლია მისი რეკორდის გაუმჯობესება. როგორც მოგეხსენებათ, პლატინი ერთადერთია, ვინც “ოქროს ბურთი” ზედიზედ სამჯერ მოიპოვა. რაც შეეხება 24 წლის არგენტინელს, მას უკვე იანვარში შეუძლია გაუთანაბრდეს მიშელს და ზედიზედ მესამედ დასახელდეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
“ძალიან მახარებს მესის თამაში. იგი მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ჩემს რეკორდს თავისუფლად გაიმეორებს და ახალსაც დაამყარებს. ეს ფაქტი მე პირიქით მახარებს, რადგან რეკორდები იმისთვისაა, რათა მოიხსნას.” –განაცხადა პლატინიმ.