workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია: ოქროს ბურთი აუცილებლად ლამინმა უნდა მოიგოს

რაფინია: ოქროს ბურთი აუცილებლად ლამინმა უნდა მოიგოს

სულ რაღაც ერთი კვირა რჩება იქამდე, სანამ France Football-ის მიერ შერჩეული 100 ჟურნალისტი “ოქროს ბურთის” გამოსავლენად თავის ხმებს გააგზავნის. 30 ნომინანტს შორის ლამინ იამალი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” შემტევმა თავის ამბიციებზე გადაცემა Universo Valdano-ში ისაუბრა, ახლა კი მის სასარგებლოდ ხმა რაფინიამ აიმაღლა.

The Guardian-სა და La Gazzetta dello Sport-თან ერთობლივ ინტერვიუში, შეკითხვაზე, არის თუ არა ლამინი იდეალური კანდიდატი ჯილდოს მოსაგებად, კატალონიელთა კაპიტანმა პირდაპირ უპასუხა:

“ეჭვგარეშეა, კი. ვფიქრობ, ‘ოქროს ბურთის’ მოგება დამოკიდებულია ინდივიდუალურ სტატისტიკაზე, გუნდურ ტიტულებსა და იმ მაგიაზე, რასაც ფეხბურთელი მოედანზე ქმნის. ქარიზმა და ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესი პუნქტებია, ლამინს კი ეს ყველაფერი გააჩნია.”

ბრაზილიელმა პარტნიორის მიღწევებს გაუსვა ხაზი:

“ლამინს შთამბეჭდავი ციფრები აქვს არა მხოლოდ გასულ სეზონში, არამედ იმის წინა წელსაც, ეს სეზონი კი საერთოდ ფანტასტიკურად დაიწყო.”

როკაფონდელი ტალანტი კარიერაში საუკეთესო შედეგიანობას აჩვენებს: მატჩში მისი საშუალო მაჩვენებელი 1.88 საგოლე მოქმედებაა (გოლები და ასისტები ერთად), რაც საგრძნობლად აღემატება წინა სეზონების ნიშნულებს (1.00 და 0.77).

საკლუბო და სანაკრებო ტიტულებზე საუბრისას რაფინიამ აღნიშნა:

“მან ‘ბარსელონასთან’ ერთად შესაძლო სამიდან ორი ტიტული მოიგო, ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ‘ბარსელონასა’ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჩემთვის ეჭვი არ არსებობს: მან ეს ჯილდო უეჭველად უნდა მიიღოს. რაც შეეხება სხვების ლაპარაკს, ყველა თავისკენ ექაჩება, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელია.”

კაპიტანმა თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა:

“ლამინის თანაგუნდელიც რომ არ ვიყო, იმის გათვალისწინებით, რასაც ის მოედანზე აკეთებს, როგორი სტატისტიკა აქვს და რა ტიტულები მოიგო… ტიტულები ხომ უმნიშვნელოვანესია. ჩემთვის ის მთავარი კანდიდატია და ჯილდო მან უნდა მოიგოს.”

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება, ხმების მიღების ვადა კი 28 სექტემბერს იწურება. მანამდე, 26 სექტემბერს, ლამინ იამალი “უემბლიზე” ჰარი კეინის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    schedule 22 სექ 2026, 21:51
    #3

    იამალმა უნდა მოიგოს შამბალა. ღმერთმა არქნას მაგას მისცენ თუარა იქ დასრულდება ლამინას კარიერა, ჯერ კსედაც თავში ავარდნილი როჟაა და კიდევ ოქროს ბურთი რომ მიიღოს სულ გაგიჟდება. მესი დღესაც არამბობს საუკეთესო ვარო, არადა ფეხბურთი დახურა.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 22 სექ 2026, 19:10
    #2

    არვიცი რატო აქტიურობს ასე ძალიან, თუ გონია 100 ჟურნალისტი ელოდება ვის უფრო უნდა მოგება და იმას მისცემენ ხმას, დარწმუნებული ვარ, ყველანი ყურადღებით აკვირდებიან ფეხბურთელებს და ზედმეტი აურზაური უფრო აუშლის ნერვებს. ვინის ამბავი გაიხსენეთ თითქმის განაღდებული რო როდრის მისცეს. სხვათა შორის არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველი აბილარდო ამბობდა ეხლახანს, არასდროს მესის არ უთქვავს ოქროს ბურთი მე მეკუთვნისო.

  • LEVANII
    LEVANII გულშემატკივარი
    schedule 22 სექ 2026, 18:21
    #1

    Ლამინმა რომ მოიგოს წელს არ შეარჩენენ ყველა იმას იტყვის რომ შეტენეს და ლოგიკურადაც მართლებიც იქნებიან. იამალს კიდევ ბევრი შანსი ექნება მომავალში როცა ამაზე უკეთეს სეზონების ჩაატარებს