ორი წინაპირობა ფელიშის დასარჩენად

ორი წინაპირობა ფელიშის დასარჩენად

ჟოაუ ფელიშის იჯარა მიმდინარე სეზონის ბოლოს სრულდება. ამის შემდეგ ფეხბურთელი "ატლეტიკოს" უნდა დაუბრუნდეს.

Diario Sport იტყობინება, რომ ჩავი ერნანდესი ფეხბურთელში ბოლომდე დარწმუნებული არაა, რამდენადაც ფელიში ძალიან არასტაბილურია. ამდენად, ესპანელი მწვრთნელი დაჟინებით არ ითხოვს პორტუგალიელის შენარჩუნებას.

ფაქტობრივად, ჩავის ნიკო უილიამსის ან დანი ოლმოს შეძენა ურჩევნია. მიუხედავად ამისა, ჟოაუ, შესაძლოა, დარჩეს, თუ კატალონიელები ამ ფეხბურთელების გადაბირებას ვერ მოახერხებენ.

პორტუგალიელის დარჩენის მეორე წინაპირობა ისაა, რომ "ატლეტიკო" განმეორებით იჯარას უნდა დასთანხმდეს. "ბლაუგრანას" საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, რომ მადრიდელთა მოთხოვნა (60 მილიონი ევრო) დააკმაყოფილოს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში ჟოაუ ფელიშმა 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 მაისი 2024 17:50
    0
    და მესამე წინაპირობაც დაგეწერათ, ატლეტიკოს უნდა ფერან ტორესი და ფელიშში სიამოვნებით გაცვლიანო.
    ეს ნიუსი გოლ.ჯე-ზე წავიკითხე და რამდენად ზუსტია ვერ ვიტყვი.
    Culé [?]
    #4 9 მაისი 2024 11:04
    2
    ამის ზარმაცი დედაც ტოო , ტიპს რა ნიჭი აქვს რა ტექნიკა პასი დარტყმა შეუძლია იყოს დიდი ფეხბურთელი მარა რად გინდა უზარმაცესია ტიპი . თუ ნიკო მოვა ან კვარა ეს უნდა გაუშვან და ატლეტიკომ იმტვრიოს თავი რა უყოს ამ უმოტივაციო კვერცხს.
    Culé [?]
    #3 9 მაისი 2024 05:44
    4
    ბოლო წლებია ბარსელონას ანადგურებს არა სტაბული ფეხბურთელები, იგივეს ვიტყვი ამაზეც, როდის გვეშველება….
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #2 9 მაისი 2024 03:51
    1
    27 თამაშში 7 გოლი ძალიან ცოტაა რა.. კლასნია კია მაგრამ ძალიან არასტაბილურია.
    Culé [?]
    #1 9 მაისი 2024 00:22
    2
    სკამს თუ გახეხავს იგუვე ხალფასად დარჩეს თუ არადა კარგად