ჩავი სიმონსს ბარსელონაში დაბრუნება სურს

ჩავი სიმონსს ბარსელონაში დაბრუნება სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი სიმონსს ბარსელონაში დაბრუნება სურს. პსჟ-სთან გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მას უფლება აქვს, აირჩიოს კლუბი, რომელშიც იჯარით წავა, და ნიდერლანდელმა ყოფილი გუნდი აირჩია.

პარი სენ-ჟერმენი ჩავის €100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, ამიტომ ბარსა იმედოვნებს, რომ მას იჯარით აიყვანს. სიმონსის დაბრუნებას ხელი, შესაძლოა, იმანაც შეუწყოს, რომ ბარსელონას მწვრთნელი ჩავი ერნანდესია - ნიდერლანდელის მამა ლეგენდარულ ფეხბურთელს იმდენად აფასებდა, რომ საკუთარ შვილს მისი სახელი დაარქვა.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ჩავი სიმონსი და თავისი აგენტი მალე პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფის შეხვდებიან, რათა ბარსელონაში გადასვლის ვარიანტი განიხილონ.

ჩავი სიმონსი 2010-2019 წლებში "ლა მასიაში" ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ ბარსელონას დატოვება გადაწყვიტა და პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა. ამჟამად იგი პარიზული კლუბიდან იჯარით გერმანულ ლაიფციგში ასპარეზობს. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ბუნდესლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს და ბარსაში მისი დაბრუნება შედეგიანი უნდა იყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #16 9 მაისი 2024 00:58
    1
    ციტატა: Barca1980
    MESSI 2017, ეგ მეც ვიცი, რომ არ მიდის, შედარებისთვის დავწერე თორემ, ვირცისა და სიმონსის ფული კი არა, თავისუფალ აგენტებს დასდევენ ისევ. შეეწირება სავარაუდოდ არაუხოც და დე იონგიც სატრანსფერო მიზნებს და მოათრევენ ისევ 40-50 მილიონის ფარგლებში ხარახურა ხალხს, სკამზე რომ ბევრი გვყავს ისედაც. ბარსელონა არის ერთადერთი კლუბი, რომელმაც არ იცის საშუალო და მაღალ ფასიანი ფეხბურთელების შერჩევა. ამდენი უაზროდ გადაყრილი მილიონი არცერთ გერმანულ კლუბს არ ექნება. რატომ? იმიტომ რომ იქ ყველა პოზიციაზე პროფესიონალები მუშაობენ, გადახედეთ უბრალოდ ბოლო წლებში ბუნდესლიგიდან წასულს იქ გაზრდილ ვარსკვლავებს, უმაღლეს დონეზე აქვთ საფეხბურთო მენეჯმენტი. სკაუტები მაინც აიყვანონ გერმანელები, ვეღარ არჩევენ უკვე ფეხბურთელსა და ხელბურთელს ერთმანეთისაგან.

    არაუხო არაა გასაშვები, დეიონგი კიდე აქამდეც გასაყიდი იყო, უბრალოთ იმდენად სუსტი ნახევარდაცვა გვყავდა რომ ლიდერად გვევლინებოდა, არადა ძაან ჩამოუყალიბებელი და უმარილო ფეხბურთელია, არც აქეთაა და არც იქით, გაყიდონ და მოიყვანონ სუბიმენდი ჩამშლელად და შემტევ ნახევარმცველად ვირცი
    Culé [?]
    #15 8 მაისი 2024 21:23
    0
    ძაან კლასნია ისეე
    Culé [?]
    #14 8 მაისი 2024 19:10
    4
    MESSI 2017, ეგ მეც ვიცი, რომ არ მიდის, შედარებისთვის დავწერე თორემ, ვირცისა და სიმონსის ფული კი არა, თავისუფალ აგენტებს დასდევენ ისევ. შეეწირება სავარაუდოდ არაუხოც და დე იონგიც სატრანსფერო მიზნებს და მოათრევენ ისევ 40-50 მილიონის ფარგლებში ხარახურა ხალხს, სკამზე რომ ბევრი გვყავს ისედაც. ბარსელონა არის ერთადერთი კლუბი, რომელმაც არ იცის საშუალო და მაღალ ფასიანი ფეხბურთელების შერჩევა. ამდენი უაზროდ გადაყრილი მილიონი არცერთ გერმანულ კლუბს არ ექნება. რატომ? იმიტომ რომ იქ ყველა პოზიციაზე პროფესიონალები მუშაობენ, გადახედეთ უბრალოდ ბოლო წლებში ბუნდესლიგიდან წასულს იქ გაზრდილ ვარსკვლავებს, უმაღლეს დონეზე აქვთ საფეხბურთო მენეჯმენტი. სკაუტები მაინც აიყვანონ გერმანელები, ვეღარ არჩევენ უკვე ფეხბურთელსა და ხელბურთელს ერთმანეთისაგან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 8 მაისი 2024 17:54
    0
    ვირცი მუსიალა ან ეს ამ სამიდან ერთი უეჭველი მოსაყვანია ყველაზე რეალურ ვარიანტად მუსიალა მიმაჩნია ვირცის მოყვანა ალონსოს დარჩენის გამო ძალიან გართულდება და სიმონსს ნა პრინციპუ არ მოგვყიდის პესეჟე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #12 8 მაისი 2024 16:57
    2
    ეს ვირცი ან მუსიალა ამ სამიდან რომელიმე თუ არ მოვიყვანეთ მაგარი დაგვერხევა მომავალ წელსაც ამიტომ რამე ქნან სჯობს თუნდაც იჯარით ეს 1 წლის განმავლობაში და მერე ალონსო თუ წავა ლევერკუზენიდან იმ "კულე" ვირცზე იჩალიჩონ ბელინგემს არაფრით არ ჩამოუვარდება თუ არ სჯობს დაჟე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 8 მაისი 2024 16:45
    2
    აქ არ იყო, რომ გაიქცა?! რას მიაღწია საინტერესოა ამ მონათმფლობელ ხალიფასთან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 8 მაისი 2024 15:51
    2
    " სიმონსის დაბრუნებას ხელი, შესაძლოა, იმანაც შეუწყოს, რომ ბარსელონას მწვრთნელი ჩავი ერნანდესია - ნიდერლანდელის მამა ლეგენდარულ ფეხბურთელს იმდენად აფასებდა, რომ საკუთარ შვილს მისი სახელი დაარქვა"
    თუ ასეა მაშინ გადმოსულა უეჭველი, ქართულ ჯიგრულ პონტში. პროსტო ერთი ეგ არის ხელაიფის სულ ერთ ადგილზე კიდია ჩავის და სიმონსის მამის ურთიერთობის დეტალები.
    წევრი [?]
    #9 8 მაისი 2024 14:25
    1
    რა ბიჭი დავკარგეთ. მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ არ მოიცადა ეგრევე გავარდა
    ახალბედა [?]
    #8 8 მაისი 2024 14:18
    2
    პედრის არ ჩამოვწერდი ჯერ... მაგრამ თუ ასე ტრავმებით გააგრძელა მაშინ სიმონსი იდეალური ვარიანტი იქნება ცენტრში გავისთან ერთად... დაბალი ხელფასის გამო წავიდა და არ დაელოდა თავის შანსს ბარსაში მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან სწორად მოიქცა, ჩემი აზრით.
    Culé [?]
    #7 8 მაისი 2024 13:38
    0
    ოოჰ ნახ.. უი რა კი მაგარია და მაგრად მევასება მარა იჯარა არა ეხლა ის, იჯარით წაიყვანონ ორიოლ რომეუ მაგ პეტუხებმა
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    Culé [?]
    #6 8 მაისი 2024 12:37
    0
    ეს გრანდის იგროკი არ მგონია საშუალო დონე იქნება სულ
    Culé [?]
    #5 8 მაისი 2024 12:23
    1
    გავუცვალოთ პედრიში 😁 თან ენრიკეს ევასება პედრი
    Culé [?]
    #4 8 მაისი 2024 10:27
    0
    ციტატა: Barca1980
    სიმონსში 100 მილიონის გადახდას , თანაც პსჟ-თვის , მაგას ჯობია ვირცი იყიდონ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ იყო ეგ ბიჭი საყიდელი და ალვარესი მოაყოლონ ზემოდან, თუ წინა ხაზში მოძრაობამ არ მოიმატა , გამორიცხულია ესეთ ტემპში მოძრავი შემტევებით რამე მოიგო. არადა თავის დროზე, ორივეში მაქსიმუმ 50 მილიონი გადაგვეხადა, ჩვენ მაგ ფასად ლევანდოვსი ვიყიდეთ და ეხლა ისევ ფორვარდს ვეძებთ. ადექით და მიქაუტაძე იყიდეთ, ყველა ბარსას შემტევს ერთად აღებულს თუ არ ჯობდეს. დარტყმა აქვს, მოძრავია პასის კულტურა აქვს , კაცზე მიდის და გამძლეობაც არ დაეწუნებაა . ასეულობით მილიონი გვაქვს გადაყრილი და 9 მილიონი რაღაა მაგასთან შედარებით , ყველგან სადაც ითამაშა სტატისტიკა დადო , მეტი რა უნდა ქნას , სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

    ვირცი არ მიდის წელს არააა თქვა რომ რჩება სანამ ალონსო იქნება ლევერკუზენში ვრიცი არ წამოვა ფრიმპონგი არის ერთადერთი ვარიანტი ვინც შეიძლება წამოვიდეს მანდედან წელს და დროზე უნდა იმუშავინ მაგაზე
    Culé [?]
    #3 8 მაისი 2024 08:58
    3
    სიმონსში 100 მილიონის გადახდას , თანაც პსჟ-თვის , მაგას ჯობია ვირცი იყიდონ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ იყო ეგ ბიჭი საყიდელი და ალვარესი მოაყოლონ ზემოდან, თუ წინა ხაზში მოძრაობამ არ მოიმატა , გამორიცხულია ესეთ ტემპში რამე მოიგო. არადა თავის დროზე, ორივეში მაქსიმუმ 50 მილიონი გადაგვეხადა, ჩვენ მაგ ფასად ლევანდოვსი ვიყიდეთ და ეხლა ისევ ფორვარდს ვეძებთ. ადექით და მიქაუტაძე იყიდეთ, ყველა ბარსას შემტევს ერთად აღებულს თუ არ ჯობდეს. დარტყმა აქვს, მოძრავია პასის კულტურა აქვს , კაცზე მიდის და გამძლეობაც არ დაეწუნებაა . ასეულობით მილიონი გვაქვს გადაყრილი და 9 მილიონი რაღაა მაგასთან შედარებით , ყველგან სადაც ითამაშა სტატისტიკა დადო , მეტი რა უნდა ქნას , სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
    Culé [?]
    #2 8 მაისი 2024 07:19
    1
    შანსი ნული, პსჟზეა საუბარი და ასეთი სეზონის მერე ამას ვინ გამოუშვებს ენრიკე დაიტოვებს(თუ დორტმუნდის მერე არ აახვევინეს)
    [?]
    #1 8 მაისი 2024 04:55
    1
    კი მ9გვაიჯარებს ხელაიფი კი. რეებს წერენ პროსტა

    არჩევის უფლება მონათმფლობელ გუნდში არავის აქვს, ერთი რაბიოს აარჩევინეს ვერატის ნეიმარს ან მბაპეს