სერჟი რობერტო გიუნდოგანსა და არაუხოზე: ჩვენ ოჯახი ვართ

სერჟი რობერტო გიუნდოგანსა და არაუხოზე: ჩვენ ოჯახი ვართ

"ბარსელონასა" კაპიტანმა სერჟი რობერტომ ილქაი გიუნდოგანისა და რონალდ არაუხოს სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს შორის ადგილი არანაირ კონფლიქტს არ აქვს.

"პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის შემდეგ გიუნდოგანმა არაუხო გააკრიტიკა, რასაც თავად ურუგვაელი მცველი გამოეხმაურა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის გამო გასახდელში თავი არეულობამ იჩინა, რასაც რობერტო უარყოფს.

წავიკითხე, რომ გასახდელი გაყოფილია და ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ერთი გუნდი და ოჯახი ვართ.

ვფიქრობ, ამ განცხადებებმა გარეგანი ხმაური უფრო გამოიწვია, ვიდრე - გასახდელში პრობლემა. გიუნდოგანმა მსგავსი გზით ახსნა, თუ რა მოხდა თამაშში. მას ვინმესკენ ხელის გაშვერის არანაირი განზრახვა არ ჰქონია.

- რობერტოს ამ სიტყვებს Movistar ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 აპრილი 2024 18:51
    0
    კაცური სიტყვაა! ნამდვილი კაპიტნის ნათქვამი! (შეიძლება პუიოლთანაც გაიარა კონსულტაცია)
    Culé [?]
    #2 19 აპრილი 2024 23:17
    0
    არაუხო არ გავს იმ ტიპს გასახდელი შუაზე გაყოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 აპრილი 2024 22:55
    0
    როგორც ქუხს ისე არ წვიმს. ჟურნალისტებს ოღონდ საბაბი მიეცი და თაგვს სპილოდ გადააქცევენ.