Mundo Deportivo: ბარსელონა პორტუგალიელ ტალანტს აკვირდება

Mundo Deportivo: ბარსელონა პორტუგალიელ ტალანტს აკვირდება

Mundo Deportivo-სა და Foot Mercato-ს მტკიცებით, "ბარსელონა" 15 წლის პორტუგალიელი ტალანტის, კარდოსო ვარელას სიტუაციას აკვირდება.

"ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობასა და ტალანტების ძიებას განაგრძობს. გარდა მანამდე ნახსენები ახალგაზრდებისა, კლუბი თვალს "პორტუს" 15 წლის ფეხბურთელის, კარდოსო ვარელას კარიერასაც ადევნებს, რომელიც პორტუგალიური გუნდის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.
კარდოსო ვარელა "პორტუს" 17-წლამდე გუნდში თამაშობს. ახალგაზრდა გარემარბს შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თავის კარგად წარმოჩენა. კარდოსო ვარელა გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშა, მის "პორტუს" კი "მილანთან" 1/2-ფინალური მატჩი ჯერ კიდევ წინ აქვს.

- წერენ ესპანურ მედიაში, რომელთა მტკიცებითაც ვარელას ტრანსფერით კიდევ არაერთი გრანდია დაინტერესებული.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 აპრილი 2024 19:06
    0
    15 წლიანებს გაუმარჯოთ, მაგრამ ლიგას ესენი ვერ მოიგებენ და ვერც 34-35 წლისები.
    Culé [?]
    #1 16 აპრილი 2024 17:54
    3
    ნაგელსმანი უნდა დაკერონ და ასევე ენრიკესაც ეჩალიჩონ რა მარკესი კაით რაა კლოპზე გაწევის ტრაკი გვაქ?