ჩავის პრესკონფერენცია პსჟ-თან თამაშის წინ

ჩავის პრესკონფერენცია პსჟ-თან თამაშის წინ

  • თამაშის დრო: ოთხშაბათი, 10 აპრილი, 23:00

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

4 წლის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა ძალიან ამაღელვებელია. ოცნება შეგვიძლია, ძალიან მოტივირებულები ვართ. ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ვხვდებით გუნდს, რომელიც მზადაა, ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს.
ლუის ენრიკეს განცხადება, რომ ის "ბარსელონას" სტილს ჩემზე უკეთ წარმოადგენს? მისთვის ასეა. ორივე მსგავს სტილს მივყვებით, როდესაც საქმე ჩვენს გუნდებს ეხება. ჩემპიონთა ლიგაზე "ბლაუგრანას" სტილს 4 მწვრთნელი წარმოვადგენთ - მე, პეპ გავრდიოლა, მიკელ არტეტა და ლუის ენრიკე. ეს ჩვენზე ბევრ რამეს ამბობს. შეგვიძლია, "ბარსას" დნმ-ით დავიკვეხნოთ.
მბაპე? დაცვაში იმაზე უკეთესები და აგრესიულები უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე. "პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ბრწყინვალედ უნდა ვითამაშოთ.
პედრი და დე იონგი? დადებითად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ გუნდთან ერთად მყოფი ყველა ფეხბურთელი, გარდა რაიმე სიურპრიზისა, თამაშს შეძლებს.
ბოლო სეზონი ლუის ენრიკესთან? თავდაპირველად სირთულეები იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა. იმედი მქონდა, რომ ამბავი კარგად დამთავრდებოდა და ყველაფერი ფილმის მსგავსად დასრულდა - ტრებლი და კაპიტნის რანგში ჩემპიონთა ლიგის მოგება. ენრიკესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის რთულ დროს ძალიან დამეხმარა. ამას სიამაყით ვიხსენებ.
დემბელეს წილისყირის შემდეგ ვესაუბრე. მან პსჟ თავად აირჩია. უსმანმა მითხრა, რომ მისთვის "ბარსასთან" დაპირისპირება გამოწვევაა. ის ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც პსჟ-ს ფავორიტად განვიხილავ. პარიზულმა კლუბმა ერთ-ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი წაგვართვა და გაძლიერდა.
ეს 2-3 კვირა სეზონის შედეგებისთვის გადამწყვეტი იქნება.
საოცარი გასახდელი გვაქვს. ვეტერანი ფეხბურთელები სამაგალითოები არიან, მათ ახალგაზრდებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
რომელ პოზიციაზე ითამაშებს გიუნდოგანი? ამას ვერ გავამხელ, მაგრამ ის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იქნება. ჩვენ ძალიან ინტენსიურ გუნდს ვუპირისპირდებით.
იმედი გვაქვს, დღეს გულშემატკივრები ისიამოვნებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 10 აპრილი 2024 18:11
    1
    მონატრებული გრძნობა მაქ თან გუშინდელი ამბების მერე ^_^ კარგ თამასს ველი მეც...
    ფანი [?]
    #5 10 აპრილი 2024 18:05
    0
    ციტატა: nika 54
    პარიზულმა კლუბმა ერთ-ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი წაგვართვა და გაძლიერდა.
    დემბელეთი გაძლიერდა და ნეიმარით ვერა? თუ დემბელეს ნეიმარზე მაღლა აყენებს.


    ნეიმარი ანაღვლებს უფრო ხავის ეხლა თუ დემბელე, მბაპე, მუანი, და მთელი პსჟ - შემადგენლობა?
    ან ეს ნეიმარი რო გაიხსენე მესი სად წავიდა ბარსადან არ გახსოვს?
    P.S. თუ ნეიმარს უფრო "მაღლა აყენებ"?))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 აპრილი 2024 17:40
    1
    ციტატა: nika 54
    პარიზულმა კლუბმა ერთ-ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი წაგვართვა და გაძლიერდა.
    დემბელეთი გაძლიერდა და ნეიმარით ვერა? თუ დემბელეს ნეიმარზე მაღლა აყენებს.

    ნეიმარი რა შუაშია აქ? ის უკვე არაბეთშია. არ გეწყინოს, მაგრამ ზოგჯერ მგონია ყოველი ნიუსის ქვემოთ კომენტარს იმიტომ ტოვებ, რომ ყველაზე მეტი კომენტარი გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 აპრილი 2024 16:47
    0
    პარიზულმა კლუბმა ერთ-ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი წაგვართვა და გაძლიერდა.
    დემბელეთი გაძლიერდა და ნეიმარით ვერა? თუ დემბელეს ნეიმარზე მაღლა აყენებს.
    Culé [?]
    #2 10 აპრილი 2024 16:36
    1
    იმედია რამეს არ მოიგონებს და სასურველ შედეგს წამოიღებს პარიზიდან.
    წევრი [?]
    #1 10 აპრილი 2024 12:30
    4
    მიდი ჩავიტო უნდა მოუგო ბაყაყიჭამიებს