ანსუ ფატი აღდგენითი პროცესის ნაწილს ბარსელონაში გაივლის

ანსუ ფატი აღდგენითი პროცესის ნაწილს ბარსელონაში გაივლის

"ბრაიტონში" განათხოვრებული ანსუ ფატი, რომელიც კვლავ ტრავმირებულია, დღეს დილით, თავის ძმასთან ერთად, "ბარსელონას" ბაზას ეწვია, იტყობინება Jijantes FC.

წყაროს ინფორმაციით, 21 წლის თავდამსხმელი აღდგენითი პროცესის ნაწილს ბარსელონაში გაივლის. ფატიმ დაზიანება პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩში, "ნოტინგემ ფორესტთან" მიიღო. მან მე-19 წუთზე დისკომფორტი იგრძნო და ცვლილება თავად მოითხოვა. ჯერ-ჯერობით, ტრავმის ზუსტ დეტალებზე ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა, თუმცა გუშინ, "აეკთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "ბრაიტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ განაცხადა, რომ ის დიდიხნით დაკარგეს.

ანსუ ფატი "ბრაიტონს" ზაფხულში, ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. გარიგებაში კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი არ არის მითითებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 3 დეკემბერი 2023 19:07
    0
    დამთავრდა ამის ფეხბურთი დიდი ალბათობით... საწყენია, ერთ დროს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 დეკემბერი 2023 20:31
    1
    გასაყიდია, მაგრამ ვის გინდა შეტენო, ყველამ ჭკუა ისწავლა, ღა თქმა უნდა ჩვენს გარდა.
    ფანი [?]
    #3 1 დეკემბერი 2023 16:40
    0
    არად რო გამოჩნდა რა სეზონი ქონდა, სამწუხაროა ასე როა მიდრეკილი ტრამვებისკენ.
    Culé [?]
    #2 1 დეკემბერი 2023 14:30
    1
    ამის ნდობა არ შეიძლება, გასაყიდია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #1 1 დეკემბერი 2023 01:01
    0
    ლეო ასწავლიდა ამას თამაშს, და ასწავლა კიდეც რაღაც დონეზე, სამწუხაროდ ფიზიკამ უმტყუნა... საწყენია რა თქმა უნდა.