ბარსელონა ფეიენორდის საყრდენ ნახევარმცველს აკვირდება

"ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერება სურს და ერთ-ერთ ვარიანტს ნიდერლანდებში მიაგნო.
ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, კატალონიელები "ფეიენორდის" მოთამაშეს, მატს ვიფერს აქტიურად აკვირდებიან. 23 წლის ნიდერლანდელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, კლუბის მაისურით, მიმდინარე სეზონში, 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ვიფერის კონტრაქტი "ფეიენორდთან" 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. ასევე, მიმდინარე წლის მარტში, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]