workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა


 

თავი XIV. საზეიმო შესასვლელიდან

ნოემბრის თვე იდგა, თავს ჩინებულად ვგრძნობდი. ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვიყავი. გავითავისე რა, მწვრთნელის რჩევა-დარიგებები, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ჩემგან მეტოქის კარის სიახლოვეს თამაშს, სულ უფრო და უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი მოედანზე, ეს არცაა გასაკვირი, ჩემი პარტნიორები ხომ ისეთი ოსტატები იყვნენ, როგორებიც დეკო, რონალდინიო და ეტო’ო არიან.  

 რაიკაარდის მწვრთნელობის მეორე სეზონში, აღმაფრენას განვიცდიდი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “კამპ ნოუსკენ” “მილანი” დაიძრა, რათა ჩვენი სიმტკიცე შეემოწმებინა. “სან სიროზე” 0:1-ზე დავმარცხდით, ანჩელოტის შეგირდებმა, კაკასა და შევჩენკოს მეთაურობით, შესაძლებლობები სრულად გამოავლინეს.

“კამპ ნოუს” ტრიბუნები ისე იყო გადაჭედილი, ნემსიც კი არ ჩავარდებოდა. ეს იყო საუკეთესო პლაცდარმი თვითშეფასებისა და ნანატრი ჩემპიონის ტიტულის მოპოვების იმპულსის გასამყარებლად. მსოფლიოსთვის რომ დაგვემტკიცებინა ჩვენი მზაობა უმაღლესი მწვერვალების დაპყრობისა, ამისათვის, “მილანთან” უნდა “გაგვესროლა”.
მატჩი დაიწყო, თავი ლაღად ვიგრძენი. არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ შეხვედრის დასაწყისშივე ორი ცრუმოძრაობა და სამი ზუსტი პასი გამომივიდა, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა. მიუხედავად ამისა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და ზეციდან მიწაზე დაგვაბრუნეს. თუმცა, გოლმა, ვერაფერი დაგვაკლო, მატჩის სადავეები კვლავ ჩვენ გვეპყრა ხელთ. არსად არ გვეჩქარებოდა. და აი, ეტო’ო გაიხსნა კარგად, უმალ შევამჩნიე და პასი გავუჭერი, სამუმ არ ააცილა და დიდა იმედგაცუებული დატოვა. ანგარიშს პირველივე ტაიმში ვათანაბრებთ.
მეორე ნახევარში კიდევ უფრო მოვუმატე, თამაში მიმყავდა. გატუზო ტკიპასავით მომეკრო, მაგრამ საბოლოო ჯამში პრში ჩალაგამოვლებული დავტოვე. რასაც არ ვაკეთებდი, ყველაფერი გამომდიოდა. კალაძეც სასოწარკვეთილი იყო, სათადარიგოთა სკამისკენ იყურებოდა, სადაც ანჩელოტი ხელებს იქნევდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, რათა მის შეგირდებს ცენტრში თამაში დაელაგებინათ.


მეორე ტაიმის შუაწელს მივხვდი, რომ სტადიონზე შეკრებილი კულეები ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ხალხს მოეწონა ჩემი თამაში და მადლობას მიხდიდნენ. სიამაყის გრძნობით აღვივსე, ყოველივე იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ცოტათი გაოგნებულიც კი ვიყავი. კლუბის აღზრდილებს მუდამ მეტს სთხოვდნენ და უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე სანუკვარ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. მოედანზე გასვლის წინ, ჩვეულებრივ, მატჩში მოვლენების შესაძლო განვითარების ყველა ვარიანტს ვატრიალებ ხოლმე თავში, მაგრამ “კამპ ნოუზე” ატეხილი ოვაციები ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო.
იმ მომენტში არ ვიცოდი რა მეკეთებინა, გულშემატკივართა მხრიდან მადლიერების ასეთ გამოხატვას არ ვიყავი შეჩვეული და ვერ გადამეწყვიტა, საპასუხოდ ხელები ზემოთ აღმემართა თუ არა. მთლიანად მატჩზე გახლდით კონცენტრირებული, კვლავაც მოედანზე ვიდექი, ტაბლოზე კი 1:1 ენთო.
შემდეგ კი, რონალდინიოს ჯადოქრობის ჯერი დადგა. ერთ-ერთ ეპიზოდში ფოკუზნიკივით გამოაძრო სახელოდან ტუზი – მშვენიერი გოლი გაიტანა, მისთვის დამახასიათებელი, ბურთი დიდას კარის ცხრიანში შეფრინდა. “კამპ ნოუ” ლამის ამოყირავდა, იმავე წუთს ინჩადამ რონის და ჩემი სახელის სკანდირება დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს გადავეხვიეთ. სტადიონს ოვაციების თანხლებით ვტოვებდი, იმ შეგრძნებით, რომ ეს ჩემი საუკეთესო მატჩი იყო ბლაუგრანას რიგებში.
საკუთარ თავს შევატყე, რომ ბურთთან ერთად უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ასიათასიან სტადიონთან განმარტოვებული, რომელიც დითირამბებს მიძღვნიდა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მაგარი სასიამოვნოა, გულშემატკივრები შენს სახელს რომ სკანდირებენ.
დედამ მომიყვა, ნამატჩევს ჟოან ლაპორტამ მომილოცაო: “შეგიძლია კმაყოფილი იყო. შენმა ბიჭმა გადასარევად ითამაშა”.
იმ საღამოს პრეზიდენტი გასახდელშიც ჩამოვიდა და შემდეგი რამ მითხრა: “შენ ვარსკვლავი ხარ”
გაგრძელება იქნება…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward