”ბარსამ” ”უდინეზეს” 22 მილიონი შესთავაზა

”ბარსამ” ”უდინეზეს” 22 მილიონი შესთავაზა


”ბარსელონამ” ”უდინეზეს” ჩილელ ნახევარმცველ, ალექსის სანჩესში 22 მილიონი ევრო შესთავაზა, გადმოგვცემს marca.

შეგახსენებთ, რომ ”უდინეზეს” ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სანჩესს 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გაყიდდა. ამავე წყაროს ინფორმაციით ”ბარსელონა” სანჩესში 22 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადახდას არ გეგმავს.

საქმე ისაა, რომ კატალონიური კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი (ფეხბურთელების გაყიდვით აღებული ფულის გარდა) 45 მილიონ ევროს შეადგენს. ამგვარად იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ სანჩესის შეძენის შემთხვევაში კატალონიელები სხვა ფეხბურთელების შეძენას ვერ მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ სანჩესის შეძენით დაინტერესებული არიან ”რეალი”, ”ჩელსი”, ”ინტერი”, ”იუვენტუსი”, ”მანჩესტერ სიტი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.