ბოიანი: ”ნაწყენი და გაბრაზებული ვარ ასეთი სიტუაციის გამო”

ბოიანი: ”ნაწყენი და გაბრაზებული ვარ ასეთი სიტუაციის გამო”

თავდამსხმელი ნაწყენია, რადგან კლუბი მის წასვლას განიხილავს და ის უარს ამბობს გამოყენებული იქნეს სხვა ფეხბურთელის ტრანსფერში.

ბოიანი გამოტყდა, რომ მისთვის რთულია შეეგუოს იმ აზრს, რომ კლუბი ამ ზაფხულს მის შესაძლო წასვლას არ გამორიცხავს. ”RAC1”-თან საუბრისას ბოიანმა განაცხადა, რომ ვერ წარმოედგინა, თუ ოდესმა ასეთ სიტუაციაში მოხდებოდა: ”მე ”ბარსელონაში” 9 წლიდან ვარ. ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ ასეთ სიტუაციაში მოხვედრის გამო. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ ამის გადატანაა საჭირო. ჯერ კიდევ არ დავნებდები და ვიტყვი, რომ ”ბარსელონაში” თამაში მინდა”.

თავდამსხმელი აღიარებს, რომ გასული სეზონი მისთვის ადვილი არ იყო. განსაკუთრებით ეს შარშანწინდელი ბრყინვალე სეზონის შემდეგ გამოჩდა ესე, როცა სეზონის ბოლოს ის ნამდვილი გმირი გახდა: ”ეს სეზონი ისე არ აეწყო, როგორც ველოდი: არც ეფექტურობის და არც სათამაშო დროის მიხედვით, რომელიც მე არ მქონდა. ახლა მაქვს შანსი ფეხბურთით ნაკრებთან ერთად დავტკბე. წინ ევროპის ჩემპიონატია და სხვა რამეზე ფიქრი დაუშვებელია”.

ბოიანი ამ სეზონში ტრავმებმა გატანჯეს და აფელაის მოსვლის შემდეგ უკანა პლანზე გადაიწია. კრიკიჩმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის სათადარიგო სკამიდან ყურება ძალიან რთული იყო: ”არის მწვრთნელი და მითითებებს ის იძლევა. მან გადაწყვიტა, რომ იბი გამოეშვა. რა თქმა უდნა ამან მე გამაბრაზა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც იმავე სიტუაციაში იქნებოდნენ, რომლებიც მოედანზე არ გავიდნენ. მე სულ რაღაც 20 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის შანსი კიდევ მომეცემა”.

ბოიანისთვის საუკეთესო ვარიანტი ”ბარსელონაა”, მაგრამ ახლა ის დარწმუნებით ვეღარ ამბობს, დარჩება თუ არა კლუბში: ”20 წლის ვარ და მოვიდა დრო მეტი სათამაშო დრო მივიღო, მეტი ვითამაშო... საფეხბურთო სამყაროში მომავალი გამოცანაა. გასული სეზონის ბოლოს გმირი ვიყავი და ყველა ჩემზე საუბრობდა. ყველაფერი ერთ მომენტში იცვლება. შესაძლოა მეტი სათამაშო დროის მიღების ვარიანტი ”ბარსელონაში” მქონდეს”.

უახლოეს მომავალში კრიკიჩი ევროპის ჩემპიონატზე გააკეთებს მობილიზაციას: ”ახლა ჩემი მიზანი არის ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე. ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რა იქნება უკეთესი ყველასთვის”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.