workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია და პიკე: წარსული ”სარაგოსაში”

ვილია და პიკე: წარსული ”სარაგოსაში”

”ბარსას” ორივე ფეხბურთელი ”სარაგოსას” ღირსებას იცავდა, თუმცა იქ მათი გზები არ გადაკვეთილა. დავიდი ”სარაგოსაში” 2003-05 სეზონებში ასპარეზობდა, ხერარდი კი 2006-07 სეზონში.

ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ დღეს ვილია და პიკე ”ბარსელონას” წამყავანი ფეხბურთელები არიან. თუმცა აღსანიშნია, რომ წლების წინ ორივე მათგანი ”სარაგოსას” ღირსებას იცავდა.

დავიდ ვილია არაგონულ კლუბში ”სპორტინგიდან” 2003-04 სეზონში გადავიდა. 73 მატჩში მან 32 გოლის გატანა მოახერხა და 2005-06 სეზონში ”ვალენსიაში” გადავიდა. ”სარაგოსაში” თამაშისას ასტურიელმა კარიერაში პირველი პროფესიული ტიტული მოიგო. მან სამეფო თასი მოიგო, ფინალში კი ”რეალი” დაამარცხა. ესპანეთის სუპერთასის მატჩში კი მათ ”ვალენსია” დაამარცხეს.

პიკე ”მანჩესტერიდან” არენდით

თავის მხრივ ხერარდ პიკე ”სარაგოსაში” არენდის წესით იყო განათხოვრებული ”მანჩესტერიდან”. კატალონიელმა მცველმა პრიმერას 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 18-ჯერ ის ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა მოედანზე, ამ შეხვედრებში მან 2 გოლის გატანა მოახერხა. ძირითადად ის დაცვის ცენტრში გაბრიელ მილიტოსთან ერთად მოქმედებდა. ხანდახან ის ჩამშლელის და მარცხენა მცველის პოზიციაზეც თამაშობდა. იმ სეზონში მისმა გუნდმა პრიმერაში მე-6 ადგილი დაიკავა და უეფას თასზე გავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward