10 რამ, რაც ლა ლიგის დარჩენილ 10 ტურზე უნდა ვიცოდეთ

10 რამ, რაც ლა ლიგის დარჩენილ 10 ტურზე უნდა ვიცოდეთ

ყოველი ტურის შემდეგ სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონობას იზეიმებს. "ბარსამ" ლა ლიგა ბოლოს 2019 წელს მოიგო, მაგრამ, თუ რამე სასწაული არ მოხდება, აღნიშნული თასი "კამპ ნოუზე" მალე დაბრუნდება.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებსაიტი გვთავაზობს 10 ფაქტს, რომელიც პრიმერა დივიზიონის დარჩენილი 10 ტურის შესახებ უნდა ვიცოდეთ:

6 მატჩი ჩემპიონობამდე

დარჩენილ ტურებში გასათამაშებელი 30 ქულაა, შესაბამისად, ამჟამინდელი 13-ქულიანი სხვაობა საბოლოო ნამდვილად არ არის. მაგრამ, ფაქტია, რომ თუ "ბარსა" მომდევნო 6 მატჩს მოიგებს, ჩემპიონი გახდება - თანაც ეს იმის ფონზე, თუ "რეალ მადრიდი" ქულებს არ დაკარგავს.

პარალელები

საინტერესოა, რომ "ბარსელონას" მამაკაცთა და ქალთა გუნდები იდენტურ მდგომარეობაში არიან: ორივეს 72 ქულა აქვს და "რეალ მადრიდს" ორივე 13 ქულით უსწრებს. მაგრამ გოგონებს სათამაშო მხოლოდ 6 მატჩი დარჩათ და შეგვიძლია, უკვე ჩემპიონებად მივიჩნიოთ.

განრიგი

"ბარსა" დარჩენილი მატჩების ნახევარს "კამპ ნოუზე" ჩაატარებს - "ატლეტიკოს", "ბეტისის", "ოსასუნას", "რეალ სოსიედადისა" და "მალიორკას" წინააღმდეგ. ჩავის შეგირდები გასვლაზე "ხეტაფეს", "რაიო ვალიეკანოს", "ესპანიოლს", "ვალიადოლიდსა" და "სელტას" დაუპირისპირდებიან.

სან ჟორდის დღესასწაული

"ბარსას" დარჩენილი მატჩებიდან ალბათ ყველაზე საინტერესო მადრიდის "ატლეტიკოსთან" (23 აპრილს) დაპირისპირებაა, თანაც ეს შეხვედრა კატალონიაში სან ჟორდის დღესასწაულს ემთხვევა. გარდა ამისა, ეს გუნდები ლა ლიგაში გამორჩეულ ფორმაში არიან. დიეგო სიმეონეს გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო და "მეტროპოლიტანოზე" ბოლოს სწორედ "ბარსელონასთან" წააგო.

პიჩიჩ-ოვსკი

რობერტ ლევანდოვსკი 17 გოლით ლა ლიგის ბომბარდირია და უახლოეს მდევარ ქარიმ ბენზემას 3-ით უსწრებს. თუ პოლონელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ის პიჩიჩის ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონშივე მოიგებს.

ტერ შტეგენი - კედელი

28 მატჩში მხოლოდ 9 გოლის გაშვების შემდეგ, ეჭვგარეშეა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სამორას პრიზის მოგების მთავარი კანდიდატია. გერმანელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს.

გაუვალი დაცვა 

"ბარსელონამ" ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონში ამ დრომდე 21 მშრალი მატჩი ჩაატარა. ტერ შტეგენს კიდევ 2 ქლინშითი სჭირდება, რომ კლაუდიო ბრავოს შედეგი (23) გაიმეოროს.

ციხესიმაგრედ ქცეული კამპ ნოუ

გაშვებული 9 გოლიდან კამპ ნოუზე მხოლოდ 2 მოდის - პირველი გოლი გუნდმა "ესპანიოლთან" პენალტით გაუშვა, მეორე კი "ელ კლასიკოში" რონალდ არაუხოს ავტოგოლია.

ფანების მხარდაჭერა

"ბარსას" ქომაგები მიმდინარე სეზონში გუნდს ნამდვილად შესანიშნავად ამხნევებენ. წელს "კამპ ნოუზე" საშუალოდ 83 148 გულშემატკივარი მოდის, რაც ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ წინ კიდევ 10 მატჩია და ფანებმა აქტიურობა უნდა გააგრძელონ, რაც ისედაც იციან.

პირველი გამოწვევა

"ბარსელონას" დარჩენილი 10-დან პირველი მატჩი "ხეტაფეს" წინააღმდეგ "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" უწევს. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 15 აპრილი 2023 23:27
    0
    ძაან მაგარი იქნება თუ ათივე თამაშს მოიგებენ (წარმოუდგენელია, მაგრამ შესაძლებელი).
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 აპრილი 2023 16:24
    0
    და მე-11-ე
    თუ ბარსელონა 10-ვე დარჩენილ მატჩს მოიგებს 102 ქულას დააგროვებს და ეს ლა ლიგის ახალი რეკორდი იქნება.