workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ფერან ტორესისა და მარკ კასადოს გაყიდვას გეგმავს

ბარსელონა ფერან ტორესისა და მარკ კასადოს გაყიდვას გეგმავს

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მომავალი ზაფხულისთვის სატრანსფერო სტრატეგიას უკვე აყალიბებს. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ახალი ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად, “ბარსელონა” რამდენიმე მოთამაშესთან განშორებას განიხილავს.

გავრცელებული ცნობებით, გასაყიდი ფეხბურთელების სიაში ფერან ტორესი და მარკ კასადო მოხვდნენ. ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის მიმართ ინტერესს ევროპული კლუბები იჩენენ. რაც შეეხება ახალგაზრდა ნახევარმცველს, მარკ კასადოს დამატება სხვა გუნდებსაც სურთ.

როგორც Sport-ის სტატიაშია აღნიშნული:

იმისათვის, რომ გუნდმა ახალი მოთამაშეები დაიმატოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სახელფასო ფონდის შემცირება აუცილებელია.

კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურ მუშაობას აგრძელებს. გულშემატკივრები სატრანსფერო ბაზარზე საინტერესო მოვლენებს ელიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • MESSI 2017
    schedule 08 აპრ 2026, 20:12
    #11

    არაუხოც გაყიდეთ თქვენი დედასშვც მე

    6 საათის წინ, nika 54 თქვა:

    კასადოც მიაყოლონ, აგერ ბერნარდუ თავისუფალი აგენტი ხდება და ბარსელონაზე ოცნებობს თურმე.

    რა ბერნარდუ მაგის დდშვც იქნება მე2 გუნდოგანი ბარსა სიტისი ნაგავსაყრელი კი არაა რაღადროს ბერნარდუა ჩავის ბარსა კი არვართ 

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 08 აპრ 2026, 17:53
    #10

    კასადო არაა ბარსას დონის ფეხბურთელი

  • Rick Sanchez
    schedule 08 აპრ 2026, 16:47
    #9

    ტორესი სკამზე უნდა გადასვან და მაღალი დონის შემტევი უნდა მოიყვანონ ძირითადისთვის.

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2026, 13:31
    #8
    გუშინ, 19:02, SHOTEX_ERADZE1992 თქვა:

    ტორესი გაყიდონ და კასადო არა

    კასადოც მიაყოლონ, აგერ ბერნარდუ თავისუფალი აგენტი ხდება და ბარსელონაზე ოცნებობს თურმე.

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 07 აპრ 2026, 19:02
    #7

    ტორესი გაყიდონ და კასადო არა

  • ChuxrELia
    schedule 07 აპრ 2026, 16:00
    #6

    ეს სახელფასო ჭერი კიდე წყევლად გვაქვს რა. რით ვერ ჩავდექით ამ კალაპოტში მაგის დედა ვატირე რა.

  • jacky iakovenko
    schedule 07 აპრ 2026, 15:42
    #5

    ფერანი კი მეცოდება მიუხედავად იმისა რომ ძაან ხასიათის ფეხბურთელია მარა საჭიროა გაიყიდოს კასადო კიდე კასადოა წავიდეს იქ სადაც დრო ექნება სათამაშო აბა აქ რა უნდა სკამზე

  • El pistolero 9
    schedule 07 აპრ 2026, 13:37
    #4

    სულ მიკვირდა ჩავიმ კასადო როგორ ვერ შენიშნათქო და თურმე რა ფუფხი ყოფილა. არადა წინა სეზონის დასაწყისში დაფრინავდა ტიპი. გრანდებთან უმაღლესი დონის შეხვედრები ჩაატარა და ახლა რა მოუვიდა.

  • Fc Barca Batumi
    schedule 07 აპრ 2026, 12:40
    #3

    ნუთუ…

    დეკუს გეეღვიძა?…

  • Nikabedinadze
    schedule 07 აპრ 2026, 12:16
    #2

    კასადო გასაშვებია, ის რაც ითამაშა ამ სეზონში შარშანდელთან შედარებუთ არაფერი არ არის

  • La Pulga10
    schedule 07 აპრ 2026, 09:58
    #1

    ტორესი მოშორდეს ძმაო რა