ალესანდრო ბასტონი ბარსელონაში ტრანსფერის დასრულებას ჩქარობს

ალესანდრო ბასტონი ბარსელონაში ტრანსფერის დასრულებას ჩქარობს

ალესანდრო ბასტონი (26 წლის) “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს. “ინტერთან” 2028 წლამდე მოქმედი კონტრაქტის მქონე იტალიელი მცველი მომავალი სეზონისთვის მემარცხენე ცენტრალური მცველის პოზიციის გასაძლიერებლად კატალონიური კლუბის ფავორიტია. “ნერაძურის” წევრმა “ბარსელონას” ინტერესის შესახებ იცის და, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსასთან” პირადი შეთანხმება ჯერ არ დაუსრულებია, ამის გაკეთების მომხრეა. თუმცა, “ინტერის” მოთამაშე კატალონიელებთან საკუთარი მომავლის განსაზღვრას გარკვეულწილად ჩქარობს. პირველ რიგში, იმ სიტუაციის გამო, რომელშიც იგი იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ აღმოჩნდა და რაც მასზე “ინტერის” ყოველდღიურობაში აისახება. ასევე იმიტომ, რომ მას სჯერა, კლუბებს შორის მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყება მის მომავალს უფრო სწრაფად გაარკვევს. გარდა ამისა, იგი მომავალი სეზონიდან “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თამაშის ოცნების ასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.

პრობლემა ისაა, რომ “ბარსა” ახლა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ტრანსფერებზე რაც ნაკლებს ისაუბრებენ, მით უკეთესია. თუმცა, დეკუ მომავალი სეზონისთვის ძლიერი შემადგენლობის შესაკრებად მუშაობას ჩუმად აგრძელებს. ამ დაგეგმარებაში პრიორიტეტული ტრანსფერები ცენტრალური თავდამსხმელი და მემარცხენე ცენტრალური მცველი, ამ შემთხვევაში კი ბასტონია.

“ბარსა” მიიჩნევს, რომ იტალიელის “ინტერიდან” წამოყვანა დაახლოებით 55-60 მილიონად შესაძლებელია და აღიარებს, რომ ტრანსფერი კონტროლზე ჰყავს აყვანილი, თუმცა მასთან შეთანხმების გაფორმება და შემდეგ იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებები ჯერ არ მომხდარა. იტალიის ნაკრების ბოსნიასთან მარცხისას მიღებული წითელი ბარათის შემდეგ ბასტონის გარშემო არსებული სიტუაცია და ის ფაქტი, რომ კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ორი წელი რჩება, მილანელებს გადამეტებული თანხის მოთხოვნის საშუალებას არ აძლევს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • Rick Sanchez
    07 აპრ 2026, 00:16

    ცენტრი მოსაყვანია, ეს ცხადია.