მარკ კუკურელია: ბარსელონაში დაბრუნებაზე უარის თქმა რთული იქნება

მარკ კუკურელია: ბარსელონაში დაბრუნებაზე უარის თქმა რთული იქნება

ესპანეთის ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” მცველმა, მარკ კუკურელიამ, კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება – ამჯერად “ბარსელონაზე” გაკეთებული კომენტარით.

კუკურელია ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე, ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნების თემას არ გაექცა და საკმაოდ გულწრფელი პასუხი გასცა.

მისი სიტყვებით:

უარის თქმა რთული იქნებოდა. მხოლოდ მე არ ვარ – ოჯახზეც უნდა ვიფიქრო. თუ ასეთი რამ მოხდება, შევხედავთ და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.

ამ განცხადებით ესპანელმა ფეხბურთელმა მიანიშნა, რომ კონკრეტული არაფერი ხდება, თუმცა “ბარსელონაში” დაბრუნების შესაძლებლობა მისთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ არის.

მარკ კუკურელია “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ის კატალონიურ კლუბში 2012-2019 წლებში ირიცხებოდა, თუმცა ესპანელ მარცხენა მცველს “ბლაუგრანას” პირველ გუნდში მხოლოდ ერთი თამაშის აქვს ჩატარებული – 2017 წელს, ესპანეთის თასზე “მურსიასთან” გამართულ შეხვედრაში მოედანზე 7 წუთი გაატარა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Moriarti
    schedule 01 აპრ 2026, 19:39

    დაცვაში კიბატონო შეტევაში კანსელუ ჯობია. მე პროსტა ტიპაჟს ვერ ვიტან, ისე კარგი ფეხბურთელია

  • Visca barca
    schedule 01 აპრ 2026, 19:04
    გუშინ, 18:17, Moriarti თქვა:

    მაგრათ ვერ ვიტან ამ ტიპს, ცუდი იგროკი არარი მარა მენდეშს ვერც შევადარებ. დაჟე კანსელუ მირჩევია

    კანსელუზე ცუდი მცველი მე არ მინახავს დაცვაში 

  • JasoN
    schedule 01 აპრ 2026, 02:19

    ერთი მეგრელიც ხომ უნდა იყოს ბარსელონაში? 😁

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2026, 01:08

    თმა შეიჭრას და გადმოვიდეს. ხო ნახა მინგესამ რო შეისწორა უკეთ ათამაშდა სელტაში.

  • Rick Sanchez
    schedule 31 მარ 2026, 22:58

    მენდეშის მერე საუკეთესოა

  • Vakho77
    schedule 31 მარ 2026, 22:44

    ძალიან დონეა რა,მე მაგრად მომწონს.

  • La Pulga10
    schedule 31 მარ 2026, 22:27

    თავის ფლანგზე მენდეშთან ერთად საუკეთესოა

  • Moriarti
    schedule 31 მარ 2026, 18:17

    მაგრათ ვერ ვიტან ამ ტიპს, ცუდი იგროკი არარი მარა მენდეშს ვერც შევადარებ. დაჟე კანსელუ მირჩევია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 31 მარ 2026, 17:42

    ნ1 მარცხენა მცველია დღეს, მენდეშთან ერთად

  • GiorgiM4
    schedule 31 მარ 2026, 16:21

    თავის პოზიციაზე ერთ ერთი ყველაზე მაგარია დღეს, ძალიან კარგი იქნება თუ მოხერხდება ამის დაბრუნება

  • me da barca
    schedule 31 მარ 2026, 16:05

    ამის დანახვაზე რატომღაც თავის გადაპარსვის სურვილი მიჩნდება.

  • rivaldo80
    schedule 31 მარ 2026, 15:10

    კუკურაა გაასწორებდა