რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი თამაში, რომელშიც “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” სტუმრად მარტივად დაამარცხა.
ისე მოხდა, რომ ქალების “ელ კლასიკო” ზედიზედ სამჯერ იმართება – დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდში, 29 მარტს ლა ლიგაში ასევე მადრიდში და 2 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი შეხვედრა ბარსელონაში, “სპოტიფაი კამპ ნოუზე”. თუმცა დღევანდელმა დაპირისპირებამ განმეორებით მატჩს ყოველგვარი ინტრიგა დაუკარგა.
ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი “ბარსელონამ” ევა პაიორის, ესმე ბრუტსისა და ირენე პარედესის გოლებით 3-1 მოიგო. შესვენების შემდეგ პაიორმა კიდევ ერთხელ გაიტანა, რასაც თითო გოლი ვიკი ლოპესმა და ალექსია პუტელიასმა დაამატეს და “ბლაუგრანამ” მეორე ტაიმიც 3-1 მოიგო.
საბოლოოდ “ბარსამ” მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” 6-2 მოიგო. ეს ანგარიში რამეს ხომ არ გაგონებთ?
გაძუკნეს როგორც ყოველთვის.
კაცებშიც იგივე უნდა ვქნათ
პუტელიასმა 14 ქულა დაწერა ფენტეზიში🤪😜
როგორ არ გვაგონებს 2.05.2009-ში 4 ქულით რეალზე წინ მყოფ ბარსას მადრიდელი ფანები დიდი ამბიციით ხვდებოდნენ. მოგებაში დარწმუნებულები აცხადებდნენ, რომ კლასიკოს შემდეგ ერთ ქულიან სხვაობას დარჩენილ თამაშებში თავისუფლად ამოქაჩავდნენ. კლასიკოს პირველად ვუყურე ესპანეთში.
araujo4, კარგი დაცვა გვყავდეს, 100%-იამი სტრაიკერი (სუარესის ტიპის) აი ნახავ მერე შენ შედეგებს მაქსიმუმ 3 კაცი ჭირდებოდეს ბარსას უფრო კარგი შედეგების დასადებად…
ხო არ გიხმარ შე შობელძაღლო
ბიჭებსაც გადასდოთ იქნებ ))