ლაპორტასა და ფონტის დებატების თემა: დეკუ, ჰოლანდი და ეჩევარია

ლაპორტასა და ფონტის დებატების თემა: დეკუ, ჰოლანდი და ეჩევარია

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჟოან ლაპორტასა და ვიქტორ ფონტს შორის გამართული დებატები კვლავ მწვავე დაპირისპირებით დასრულდა. TV3-სა და Catalunya Ràdio-ს ეთერში გამართულ ბოლო დებატში ორივე კანდიდატმა ერთმანეთის სპორტული პროექტი გააკრიტიკა და საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

ჟოან ლაპორტამ განსაკუთრებით დაიცვა კლუბის ამჟამინდელი სპორტული სტრუქტურა და აღნიშნა, რომ პროექტი ჰანსი ფლიკისა და სპორტული დირექტორის, დეკუს გარშემო შენდება.

ჩვენი სპორტული პროექტი არის ჰანსი ფლიკი და დეკუ. ფონტი ტრიუმვირატს გვთავაზობს. დეკუს მოხსნა ნიშნავს ფლიკის გაშვებას. არჩევნები პროექტებზე უნდა იყოს. კლუბში შეიქმნა მართვის ისეთი მოდელი, რომლითაც კლუბის წევრები კმაყოფილები არიან. კლუბი გადავარჩინეთ. ფონტი ტყუილების დინამიკაში შევიდა. აქ ერთადერთი ვინც ტყუის, შენ ხარ. 

ფონტმა კი ლაპორტას მწვავედ უპასუხა და თქვა, რომ სწორედ მისი გუნდი არის ერთადერთი, რომელმაც მკაფიოდ წარმოადგინა სპორტული პროექტი.

ჩვენ ვართ ერთადერთი კანდიდატურა, რომელმაც სპორტული პროექტი რეალურად წარმოადგინა. მათ არ უთქვამთ, როგორ მუშაობს მათი სტრუქტურა. ეს სამი ადამიანი შეასრულებს იმ სამუშაოს, რასაც დღეს დეკუ, ბოიანი, ეჩევარია და მასიპი აკეთებენ. იმის ნაცვლად, რომ გაუგებარი სტრუქტურა გვქონდეს, ყველაფერი პროფესიონალურად იქნება ორგანიზებული. 

ფონტმა ასევე აღნიშნა, რომ მწვრთნელს სტაბილურობა სჭირდება და კლუბში უკეთესი სპორტული დაგეგმვა უნდა არსებობდეს.

მწვრთნელი “ბარსელონას” თანამშრომელია და მას სტაბილურობა სჭირდება. სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ იცი მოთამაშეების რეგისტრაციას შეძლებ. ჰანსი ფლიკს სჭირდება ადამიანები, რომლებიც დაგეგმავენ და არა იმპროვიზაციას მოახდენენ. 

დებატების ერთ-ერთ თემად ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერიც იქცა. ფონტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მუშაობს “მანჩესტერ სიტისთან” შეთანხმებაზე, რათა მომავალში ნორვეგიელი თავდამსხმელის ტრანსფერზე უპირატესი პოზიცია ჰქონდეს.

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჰოლანდზე “მანჩესტერ სიტისთან”, იმ შემთხვევისთვის, თუ ერთ დღეს კლუბის დატოვებას გადაწყვეტს. 

ლაპორტამ ამ განცხადებას ირონიულად უპასუხა და თქვა, რომ ფეხბურთელის აგენტმა უკვე უარყო ასეთი კონტაქტები:

სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდე თავი. მისმა აგენტმა უკვე უარყო ეს ინფორმაცია.

დებატების დროს ლაპორტამ ფონტს ასევე მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა:

მინდა ნათლად ვთქვა – ბატონ ფონტს “ბარსელონას” სპორტული პროექტისთვის საფრთხედ მივიჩნევ.

საბოლოოდ, დებატმა კიდევ ერთხელ აჩვენა ორი კანდიდატის განსხვავებული ხედვა კლუბის მომავალზე – ლაპორტა ამჟამინდელი სპორტული პროექტის გაგრძელებას ემხრობა, ხოლო ფონტი “ბარსელონაში” სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას ითხოვს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (18)

  • Tornike21
    15 მარ 2026, 15:18

    მე ნაკლებად მჯერა ფონტის.
    როცა ადამიანი საუბრობს რომ ჰოლანდს მოვიყვან კლუბს ფინანსურად წარმატებას მოვუტან და ასე შემდეგ ეგ უკვე ტყილია რადგან არიცის რა ვითარებაა კლუბში და რა ხდება ფინანსებზე ან ფეარფლეიზე და წინასწარ ვერავინ იტყვის ვის მოიყვანს და ვის ვერა.როგორ მოუტან კლუბს წარმატებას თუ ისიც არიცი კლუბში რა მდგომარეობაა ფინანსების მხრივ მაგ ყერლაფერს 1 თვეზე მეტი მაინც დასჭირდება კლუბის მთლიან ფინანსებზე გასაცნობად და ამიტომ მე ლაპორტას ვენდობი უფრო .

  • walker599
    14 მარ 2026, 15:15

    ლაპორტა გელა ბარკალაია როა კი ვიცით მარა, ეს ფონტი მგონია რო ისე გაიჭედება რაღაცეებში რაც გვაქ მაგასაც დავკარგავთ

  • nika 54
    14 მარ 2026, 14:34

    ერთი დღეც და ყველაფერი გაირკვევა, მთავარია ფლიკი დარჩეს და ვინც უნდა იმან გაიმარჯვოს.

  • jack slater
    13 მარ 2026, 23:28

    კლოუნები.

  • არისტაფანი
    13 მარ 2026, 22:08

    ციტატა: La Pulga10
    ჰა აირჩიეთ რომელი უფრო დიდი *ლეა.


    100%🥹 პროსტა ეს გასიებული მატყარა კლეა

  • ჰანს ფლიკი
    13 მარ 2026, 20:28

    ფონტი ვინ ჩემი ვინისიუსია..ლაპორტაზე ძლიერი პრეზიდენტი ვერასოდეს ვერ იქნება ფონტი.ლაპორტამ მერამდენედ წაოაყენა წაქცეული ბარსა ფეხზე? ფლიკის წასვლა ნიშნავს ბარსას სრულ გაფარჩაკებას მეგობრებო

  • Koundè 23
    13 მარ 2026, 20:10

    მოდი სიმართლე ვთქვათ ლაპორატმ რომ გუნდი წუმპიდან ამოიყავანა ეს ყველამ ვიცით რა გააკეთა და როგორ ეგ ალბათ თვითონ იცის ვეთანხმები ბევ რაღაცაში ბევრში კი არა არავინ და არაფერი არ დგას კლუბზე მაღლა როდესღაც ხო უმდა წასულიყო მესიი? კი გასაგებია ესე არა მაგრამ ხომ უნდა წასულიყო? ფაქტი იყო რო ის ბარსა იყო 1 კაცის ბარსა მესი იგებდა ყველგან ყველაფერს მაგის გარეშე გუნდი რას გავდა ძაან კარგად იცით არ ვეთანხმებ დეკუს მოყვანაში სატრანსფერო პოლიტიკაში საერთოდ არ მომწინს ეს ყველაფერი არც დეკუს მუშაობა მაგრამ ეხლა ფონტის მოგება ნიშნავს გუნდის განადგირებას არაა ეგ კაცი კლუბის პრესიდენტობისთვის მზად გასაგებია რომ არის წარმატებული ბიზმესმენი და მაყუთა ტიპი მარგრამ კლუბსაც სწორედ მაგისთვის გამოიყენებს არვიცი რა მოხდება მაგრამ სურვილი მაქ ლაპორტამ გაიმარჯვოს არჩევნებში ამ ეტაპზე მისი რეალური შემცვლელი კანდიდატი არაა…………..

  • Frenkie de Jong_
    13 მარ 2026, 18:02

    ეს ფორტი იმენა ნათელაშვილივითააა,
    გვარდიოლას დავაბრუნებენ ჰალაანდს მოვიყვან
    ეგეც კაი პოპულისტი ნაბიჭვარია,

    ჩვენსავით არის ეს ორი, ქოცს და ნაცს შორის ირჩევენ ვინ უფრო ნაკლებად ცუდია.

  • MESSI 2017
    13 მარ 2026, 17:54

    ანუ როცა ადმაინის მთავარი სათქმელი ისაა ეომ მე ამირჩიეთ თორე ფლიკი წავაო რანაირად ჰნდა ენდო ეგეთ კაცს😀 თან ფლიკმა თქვა არ ვიცი რა იქნებაო რანაირად უნდ აგყავდეს დეკუსნაირი <<ცენზურის დარღვევა>> ადამიანი სპორტულ დირექტორად რომელმაც არაფერი არ იცის

    მარა ეს ჰოლანდი ჰოლანდით ნუ მოხნეს ტვინი 😀 კაცს არ უნდა სიტიდან წასვლა თან 200 მილიონი მაინც დაჯდება 😀 მარა სასახილო კოდე ისაა რო ლაპორტაც ლაპარაკობდა ჰოლანდზე ცოტა ხნის წინ 😂 მოკლედ ლაპპრტა თუ დარჩება ტრანსფერები არ იქნება ან თუ იქნება საშინელი ფონტი გუ მოვა კაცმა არ იცის რა მოხდება ლაპპრტასთან ერთად ამ ვალებიდან ვერ ამოვალთ ეგ ნაღდად ვიცი რადგან არ აქვს საკმარისი ფინანსური ცოდნა

  • vaiman . vamsdrane
    13 მარ 2026, 16:57

    ციტატა: Moriarti
    ბართომეუ რო გიჭერს მხარს რავი როგორ გინდა ამას ენდო. ბართოზე უარესი პრეზიდენტი არმახსენდება. თან ჰოლანდიო, რა ჰოლანდი ბიჭო 7 წელი აქვს კიდე კონტრაქტი და სიტის იმდენი რა უნდა შესთავაზო რო ეგ გამოუშვან.


    თან ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველა მნიშვნელოვან თამაშში ჩაისვარა, მე ჰოლანდის მოგებული თამაში არ მახსოვს გრანდების წინააღმდეგ. თუ არა და ტრავმა აქვს, სეზონში სულ ცოტა 1 თვეს აცდენს.

  • levanoza
    13 მარ 2026, 14:21

    სირია მოიგებს

  • Just_Barca_Lover
    13 მარ 2026, 14:04

    ერთი გასიებული ნაგავია მეორე წვრილი და გრძელი

  • cruyff9
    13 მარ 2026, 13:24

    ბართომეუ 2 ია ეს <<ცენზურის დარღვევა>> ფონტი

  • Moriarti
    13 მარ 2026, 11:54

    ბართომეუ რო გიჭერს მხარს რავი როგორ გინდა ამას ენდო. ბართოზე უარესი პრეზიდენტი არმახსენდება. თან ჰოლანდიო, რა ჰოლანდი ბიჭო 7 წელი აქვს კიდე კონტრაქტი და სიტის იმდენი რა უნდა შესთავაზო რო ეგ გამოუშვან.

  • La Pulga10
    13 მარ 2026, 11:49

    ჰა აირჩიეთ რომელი უფრო დიდი *ლეა.

  • ChuxrELia
    13 მარ 2026, 11:26

    იმენა ნაცი-ქოცის თემაა რა აქაც. ისევ ცუდსა და უარეს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და როდემდე გაქაჩავს ესე გუნდი, კაცმა არ იცის.

  • riva
    13 მარ 2026, 11:26

    ეს ფონტი მაგარი აფერისტი მგონია. ჰალანდის თემაზე სპეკულაციამბკიდევ უფრო დამარწმუნა