ლამინ იამალმა წინა სეზონის შედეგი უკვე გააუმჯობესა

ლამინ იამალმა წინა სეზონის შედეგი უკვე გააუმჯობესა

“ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი შესანიშნავ სეზონს ატარებს და უკვე გადააჭარბა გასულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობას.

“სან მამესზე” გუშინ გამართულ შეხვედრაში (0-1), სადაც “ბარსამ” “ბილბაო” დაამარცხა, გამარჯვების გოლი სწორედ იამალმა გაიტანა. ამ დარტყმით მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობა 19-მდე გაზარდა და უკვე გადაასწრო საკუთარ მაჩვენებელს გასული სეზონიდან, როდესაც “ბლაუგრანას” მაისურით 18 გოლი ჰქონდა გატანილი.

უფრო შედეგიანი სეზონი

მიმდინარე სეზონში იამალი გაცილებით ეფექტურია შეტევაში. 19 გოლი მან მხოლოდ 36 შეხვედრაში გაიტანა, მაშინ როდესაც გასულ სეზონში 18 გოლის გასატანად 55 მატჩი დასჭირდა.

გოლებთან ერთად, ახალგაზრდა გარემარბი ასისტებითაც გამოირჩევა — მის ანგარიშზე უკვე 14 საგოლე გადაცემაა. შედეგად, იამალი ამ სეზონში უკვე 29 გოლში მიიღო მონაწილეობა (გოლი + ასისტი).

ამ მაჩვენებლით მან გააუმჯობესა ლეგენდარული რაულ გონსალესის შედეგიც, რომელმაც 19 წლამდე ასაკში ერთ სეზონში 28 გოლში მიიღო მონაწილეობა.

“ბარსელონას” ლიდერი შეტევაში

ლამინ იამალი ამ ეტაპზე “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში. მის შემდეგ მოდიან ფერან ტორესი (16 გოლი), რაფინია (14), რობერტ ლევანდოვსკი (14), ფერმინ ლოპესი (11) და მარკუს რაშფორდი (10).

აღსანიშნავია ისიც, რომ იამალმა ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” მაისურით კარიერაში პირველი ჰეთ თრიქიც შეასრულა — ეს “ვილიარეალთან” გამართულ ლა ლიგის შეხვედრაში მოხდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    09 მარ 2026, 17:21

    კიდევ უნდა მოიხოდოს ლამინე

  • Rick Sanchez
    09 მარ 2026, 02:04

    რაფინიას ხომ ცუდი სეზონი აქვს, ტრავმები და რამე, მაგრამ მაინც 14 გოლი აქვს და ორით ჩამორჩება ფერანს, რომელიც მთავარი ფორვარდია და თამაში არ გაუმაზავს ამ სეზონში.

  • nika 54
    08 მარ 2026, 22:16

    ოქროს ბურთზე მიდის.