workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკმა შესაძლოა ბარსელონა დატოვოს

ჰანსი ფლიკმა შესაძლოა ბარსელონა დატოვოს

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ავტორიტეტული ჟურნალისტის ცნობით გერმანელი “ბლაუგრანას” დამრიგებლის პოსტს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მოიგებს.

15 მარტს “ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ლაპორტას კონკურენტი ვიქტორ ფონტია. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არჩევნების მოგების შემდეგ ჰანსი ფლიკს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვებს, მაგრამ სპორტულ დირექტორს, დეკუს დაემშვიდობება.

ფონტის ამ განცხადების მიუხედავად ვრცელდება ცნობები, რომ ჰანსი ფლიკი საკუთარ თავს ჟოან ლაპორტას გუნდის წევრად მიიჩნევს და თუ კლუბში პრეზიდენტი შეიცვლება, კატალონიელებს ახალი მწვრთნელის მოძებნაც მოუწევთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • Bola
    schedule 11 თებ 2026, 13:36
    #26

    ლაპორტას შემოგდბეული თემაა ამას ბავშვიც კი მიხვდება. რაში შეუშლის ახალი პრეზიდენტი ფლიკს ხელს რა იცის რას იზამს ის პრეზიდენტი. ან ეს რას უკეთებს ისეთს რომ ამის გარდა სხვას ვერ გაურისკავს

  • korezi
    schedule 11 თებ 2026, 08:48
    #25

    ამან,რომ ფლიკით სპეკულირება დაიწყო ესე იგი რაღაც უჭირს

  • Albicelecte
    schedule 11 თებ 2026, 05:11
    #24

    ესპაი ბარსა 1.5 მილიარდი დაჯდა, ამ დროს ლუის კომპანისის ქირაობაში იქეთ იხდიდა ფულს ლაპორტა;
    ვალი მე რაც ვიცი 1,81 დან 1,45 მილიარდამდე შემცირდა
    ლაპორტამ ტრანსფერებზე დახარჯა ბართომეუსთან შედარებით >30%
    ბართომეუს დახვდა ლაპორტა-როსელის აშენებული გუნდი
    ლაპორტას დახვდა ბართომეუს მიერ დაქცეული და დემორალიზებული გუნდი
    ლაპორტამ მოიყვანა ფრენკი და პეპი, მერე ფლიკი;
    ბართომეუს გაუმართლა ენრიკეში, თუმცა ვერ შეინარჩუნა და დასჯერდა ვალვერდე-სეტიენს
    მეც მინდა 22-25 წლის მესი მყავდეს, ცენტრში ჩავიესტით, მაგრამ სადაა?
    მოიგებს თამადა და ლიგასაც დადებს ჰანსი

  • JasoN
    schedule 11 თებ 2026, 02:59
    #23

    უბედურება ისაა ამ ყველაფერში რომ კონკურენტი ისევ ფორტია და სხვა არავინ არ გაიჩითა და ამიტომაცაა რომ ისდვ ეს მოიგებს, ვალს რაც შეეხება ვალი ყველა კლუბს აქვს მაგრამ ერთიც უნდა აღინიშნოს რომ ბარსელონას ფედერაციის ვირთხებიც ებრძვიან და საქმეს ყველა ნაბიჯზე ურთულებენ, რავიცი კაცი ბჭიბდა ღმერთი იცინოდაო ნათქვამია ჩვენ კი დაგვაგლიჯეა ნერვები ამასობაში.

  • PUIOL5
    schedule 10 თებ 2026, 22:42
    #22

    ლაპორტას ბინძური დდშვ, დაიწყო უკვე თავისებურად. იმედია გააჩვავს სამუდამოდ

  • Bakero
    schedule 10 თებ 2026, 22:25
    #21

    ციტატა: Don_Andresito
    ესე გინდა არჩევნების მოგება შე განავლის კასრო? უეჭველი ფლიკს აწვება ესე თქვიო. არავის მოყვანის .რაკი არ აქვს და ფლიკით გვაბოლებს, თუ წავაგე ფლიკსაც წავიყვანო


    ეჭვი გეპარება რომ ეგრეც აკეთებს ? მაგის მოსვლამდე ვალი მილიარდი გვქონდა ეხლა ეგ ვალი ორნახევარი მილიარდია კორუფცია ატკატები ყველაფერი რასაც ადრე აკეთებდა იგივეს აკეთებს ოღონდ ეხლა უფრო დიდი მასშტაბებით დანარჩენი ყველაფერი ბოლი ! ბოლი ! ბოლი ! მესი მკვდარიც რომ ყოფილიყო მხოლოდ იმიტომ უნდა დაეტოვებინა რომ მუდმივი შემოსავლის წყარო იყო ფაქტიურად ბრენდი იყო და არის კიდევაც ! 1 + 1 წესზე დღემდე ვერ გავედით და მომავალ სეზონში გავალთ თუ არ ჯერ კიდევ არავინ ვიცით რომელ ტოპ ტრანსფერზეა ლაპარაკი cry ლამასია არ რომ გვქონდეს ხომ წარმოგიდგენია დღეს სად ვიქნებოდით pensive გაფიქრებაც არ მინდა რასაკვირველია ფლიკის ფაქტორს გამოიყენებს და მიაწვება ბოლომდე რომ მოიგოს დარწმუნებული ვარ მოიგებს კიდევაც მაგრამ შემდეგ , შემდეგ რა ხდება ?! და არც არაფერი როგორც თქვლეფდა და ჭამდა საქართველოს ხელისუფლებასავით ისევე გააგრძელებს ! პერსპექტივა 0 confused