workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ბარსელონას მეტოქე ცნობილია

ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ბარსელონას მეტოქე ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის თასის 2025/26 წლების სეზონის 1/2-ფინალის წილისყრა დასრულდა.

ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდის, მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე ტურნირის მთავარი ფავორიტის, “ბარსელონას” მეტოქე მადრიდის “ატლეტიკო” იქნება. პირველი შეხვედრა 12 თებერვალს მადრიდში გაიმართება, 3 მარტს კი გუნდები ერთმანეთს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან.

“ბარსელონას” “ატლეტიკოსთან” ბოლო დროს კარგი შედეგები აქვს. უკანასკნელი 10 დაპირისპირებიდან კატალონიელებმა 8 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და ერთიც წააგეს.

ეს გუნდები ერთმანეთს ესპანეთის თასის წინა გათამაშების 1/2-ფინალშიც შეხვდნენ და გულშემატკივრებს დაუვიწყარი დაპირისპირება აჩუქეს. ბარსელონაში სტუმრები 2-0 დაწინაურდნენ, შემდეგ “ბარსამ” ზედიზედ 4 გოლი გაიტანა, თუმცა ბოლო წუთებზე 2 გაუშვა და თამაში საბოლოოდ 4-4 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში კი ჰანსი ფლიკის გუნდმა 1-0 მოიგო.

ბოლო შემთხვევა, როდესაც “ატლეტიკომ” “ბარსელონას” ესპანეთის თასზე აჯობა, 2000 წლით თარიღდება. მას შემდეგ გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ გადაეყარნენ და მომდევნო ეტაპზე ყოველთვის “ბლაუგრანა” გადიოდა.

ნახევარფინალის მეორე წყვილში ერთმანეთს “ბილბაო” და “რეალ სოსიედადი” დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 07 თებ 2026, 14:47
    #15

    ""ბარსელონას" "ატლეტიკოსთან" ბოლო დროს კარგი შედეგები აქვს. უკანასკნელი 10 დაპირისპირებიდან კატალონიელებმა 8 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და ერთიც წააგეს"
    ისე არც მაგის წინა ათ თამაშში არ ექნება ნაკლები შედეგი, ატლეტიკო მესის საყვარელი გუნდი იყო და ჩოლოს უდიდესი პრობლემა.

    ციტატა: ჰანს ფლიკი
    ბარსელონა ბილბაო ფინალი


    და რეალს რა?

  • Albicelecte
    schedule 07 თებ 2026, 12:21
    #14

    2 მატჩით მეტი აქვთ ჩასატარებელი ნაჯახებს;
    1 დღით ნაკლები დასვენებისთვის
    ლიგა უფრო მნიშვნელოვანია მაგათთვის, ბოლომდე იომებენ მანდ

  • me da barca
    schedule 06 თებ 2026, 22:24
    #13

    ბასკები ერთად, ნაჯახები ჩვენ გადმოგვიგდეს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 თებ 2026, 22:06
    #12

    პედრის გარეშე მოგვიწევს ესეიგი თამაში მეყროპოლიტანოზე

  • CHEPE
    schedule 06 თებ 2026, 21:42
    #11

    ციტატა: ჰანს ფლიკი
    ბარსელონა ბილბაო ფინალი


    სოსიედადი ნაღდად არ მინდა რაცარუნდა ნეიტრალი მოედანი იყო 10 კაცით თუ არ დარჩა იმენა იხევა შუაზე და ფინალი მითუმეტეს აი ბილბაოსთან ფავორიტი 70 80%ვართ მაინც

  • La Pulga10
    schedule 06 თებ 2026, 20:35
    #10

    ციტატა: ჰანს ფლიკი
    ბარსელონა ბილბაო ფინალი


    მიდი ძია ფლიკ უბერე გვჯერა შენი

  • ჰანს ფლიკი
    schedule 06 თებ 2026, 20:08
    #9

    ბარსელონა ბილბაო ფინალი

  • CHEPE
    schedule 06 თებ 2026, 19:29
    #8

    კიდე კაი პირველი გასვლაზეა მაგრამ ნახე აქაც გასვლაა😅😅😅 ანუ 1 მატჩიანზე გასვლაზე იქნებოდა კიდე ზედიზედ ყველა ეტაპის

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 06 თებ 2026, 18:53
    #7

    სუპერ თამაში იქნება

  • კულე1899
    schedule 06 თებ 2026, 18:52
    #6

    ფინალში ერთ თამაშს ორი თამაში ჯობია, გავაგდებთ აუცილებლად

  • PET27REE
    schedule 06 თებ 2026, 17:37
    #5

    ესენი მოაცელენ ფეხებს ბარსელონას მოთამაშეებს,სად არ გვყავს ახლა მესი ათრევდა მთლიან ატლეტიკოს,მოვუგებთ ამათ მაინც.

  • Kakkia
    schedule 06 თებ 2026, 17:32
    #4

    ციტატა: Barca
    გავი პედრი და რაფინია როდის ბრუნდება

    რაფინია მალიორკას თამაშის შემდეგ დაიწყებს ვარჯიშს, პედრი გავრცელებული ცნობებით ლევანტესთან დაბრუნდება, გავი მარტში წესით

    ოღონდ ამათთან არ მოგვწეოდა 2 თამაში ცოტა გამართლებაც უნდოდა რა მოკლედ, სოსიედადი მინდოდა 2 მატჩიანში ძალიან :)))

  • Fcbarcaforever
    schedule 06 თებ 2026, 17:30
    #3

    Ar gvawyobda am najaxebtan 2tamashiani mara ligaze 8gundshi moxvedram 2 tamashi ro mogvaklo mainc kaia agens unda movugot da zedized minimum domestic treble gvinda liga ar vici ramdenad shesadzlebelia am dacvit da frovardit

  • Barca
    schedule 06 თებ 2026, 17:06
    #2

    გავი პედრი და რაფინია როდის ბრუნდება

  • La Pulga10
    schedule 06 თებ 2026, 16:54
    #1

    ტფუი