ალბასეტე-ბარსელონა – სავარაუდო შემადგენლობები

ალბასეტე-ბარსელონა – სავარაუდო შემადგენლობები

ამაღამ “ბარსელონა” ესპანეთის თასის 1/4-ფინალის ერთმატჩიან დაპირისპირებაში “ალბასეტეს” სტუმრად შეხვდება და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს.

ცნობილია, რომ შეხვედრას მცირე ტრავმის გამო რაფინია გამოტოვებს. ასევე ვერ ითამაშებენ პედრი, გავი და ანდრეას კრისტენსენი.

წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემები ჰანსი ფლიკის გუნდის სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობენ.

Mundo Deportivo: ჟ. გარსია; ე. გარსია, არაუხო, მარტინი, კანსელუ; ბერნალი, დე იონგი; ბარდჯი, ოლმო, რაშფორდი; ტორესი.

Sport: ჟ. გარსია; ე. გარსია, კუბარსი, მარტინი, კანსელუ; ბერნალი, დე იონგი; იამალი, ოლმო, რაშფორდი; ტორესი.

Marca: ჟ. გარსია; კანსელუ, არაუხო, ე. გარსია, მარტინი; ბერნალი, კასადო; ბარდჯი, ოლმო, რაშფორდი; ლევანდოვსკი.

AS: ჟ. გარსია; კანსელუ, კუბარსი, ე. გარსია, მარტინი; ბერნალი, დე იონგი; იამალი, ფერმინი, რაშფორდი; ლევანდოვსკი.

როგორც ჩანს, ყველა გამოცემა გარკვეულ როტაციას ვარაუდობს, რაც მოსალოდნელია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    04 თებ 2026, 03:39

    ნებისმიერი შემადგენლობით მარტივად უნდა მოვუგოთ ასეთ გუნდებს

  • nika 54
    03 თებ 2026, 23:24

    მე მგონი ფლიკი უფრო გამოიცნობს blush

  • M10 S9 D11
    03 თებ 2026, 19:35
    ჟ.გარსია
    კანსელო არაუხო კუბარსი მარტინი
    კასადო ბერნალი
    ოლმო
    ბარდგი ტორესი რაშფორდი
  • PET27REE
    03 თებ 2026, 17:04

    ბერნალი კარგი ბიჭია და მეტი დრო უნდა მისცეს ფლიკმა,ერთადერთი ეს გვყავს ნომინალური საყრდენი აბა დე კონგის და გარსიას ძალად დაყენება არავის უნდა

  • Fcbarcaforever
    03 თებ 2026, 16:40

    Canselu lb ze ar unda daayenos chemi azrit ufro rb ze ubda atamashos sadac kargia