ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის განცხადება

ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის განცხადება

❗ ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის (Penya Blaugrana Tbilisi) განცხადება.

🔵 ჩვენი ორგანიზაცია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად უკვე ფუნქციონირებს თითქმის 11 წელია. ბარსელონას მოთხოვნით, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად შერჩეული გვაქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (იგივე “არასამთავრობო ორგანიზაცია”, იგივე “ენჯეო”). ბარსელონა ჩვენი ფანკლუბისთვის, ისევე როგორც მისი თითოეული წევრისთვის, აწესებს გარკვეულ შეღავათებს, მათ შორის არის ფასდაკლებები ბარსელონას ოფიციალურ პროდუქტებზე.

🔴 ცოტა ხნის წინ ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 8 ნომერში მდებარე პარლამენტის შენობაში “ქართული ოცნების” მიერ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ფანკლუბისთვის ქმნის შემდეგ რეალობას:

🟦 ის შეღავათი, რომელიც ბარსელონამ ფანკლუბსა და მის წევრებს დაუწესა, ითვლება გრანტად;
🟥 გრანტის მისაღებად აუცილებელია, რომ როგორც გრანტის გამცემმა (ბარსელონამ), ასევე გრანტის მიმღებმა (ფანკლუბმა ან/და მისმა წევრმა) საქართველოს ხელისუფლებისგან წინასწარ მიიღოს ნებართვა;
🟦 გრანტის (ანუ ფასდაკლების) წინასწარი ნებართვის გარეშე მიღების შემთხვევაში ფანკლუბის წევრს ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა;
🟥 იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ფანკლუბის წევრი სპოტიფაი კამპ ნოუზე, კლუბის მუზეუმში, მაღაზიაში ან სხვა სივრცეში ისარგებლებს ბარსელონას მიერ დაწესებული ფასდაკლებით და ამისთვის მას არ ექნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაცემული წინასწარი ნებართვა, მას დაემუქრება 6 წლამდე პატიმრობა;
🟦 თუ ჩვენი ფანკლუბის რომელიმე წევრისთვის ცნობილი გახდება, რომ ფანკლუბის სხვა წევრმა წინასწარი ნებართვის გარეშე ისარგებლა ბარსელონას მიერ დაწესებული ფასდაკლებით და პირველად ხსენებულმა წევრმა ამის შესახებ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია არ მიაწოდა, მას დაემუქრება 6 წლამდე პატიმრობა.
🟥 არა, ეს ყველაფერი ხუმრობა არაა!

🔵 ძალიან კარგად გვესმის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზანი ბარსელონას გულშემატკივრების ციხეში გაშვება არაა და დიდი ალბათობით, არავინ დაინტერესდება იმით, ჟოან ლაპორტას საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდა თუ არა წინასწარ შეთანხმებული ფასდაკლების ოდენობა. თუმცა სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, მივიღოთ დროებითი (იმედია) ღონისძიებები. უახლოეს დღეებში, სანამ ახალი კანონი ძალაში შევა, ფანკლუბის ყველა წევრს ჩვენი მხრიდან დროებით შეუჩერდება წევრობა. თითოეულ მათგანს ეცნობება კანონში შესატანი ცვლილების შესახებ, რის შემდეგაც ის თავად გადაწყვეტს, განაგრძობს თუ არა ფანკლუბის წევრობას. იმ შემთხვევაში, თუ ფანკლუბის წევრთა რაოდენობა ჩამოსცდება 70-ს, ბარსელონას მოუწევს, ჩვენთვის ოფიციალური ფანკლუბის სტატუსის ჩამორთმევა.

🔴 გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შევეცდებით, ჟოან ლაპორტა დავითანხმოთ, “ქართულ ოცნებასთან” აწარმოოს მოლაპარაკება და მიიღოს უფლება, მაგალითად ბარსელონას მუზეუმის ტურზე მოგვცეს 25%-იანი ფასდაკლება, როგორც ეს მთელს მსოფლიოში სხვა ფანკლუბებს აქვთ 🙂

🔵 რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის რაიმე რეესტრში დარეგისტრირებას: ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, თუმცა სადმე დარეგისტრირება გვეზარება 🙂

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (52)

  • FcB 5-0 Rma :D
    30 იან 2026, 17:50

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: Frenkie de Jong_
    აქ თუ ხართ ვინმე ქოცი
    იძახეთ ეხა რა არის იმ კანონში რუსული?
    ჯერ სად ვართ.
    აწი ყველაფერი ძააალიან გვიანია…..


    აქ ქოცობა რაფერშუაშია, ვაფშე ყველა პარტია ღლეზე მკიდია. სიმართლე ისაა რომ ეს ყველაფერი მოიტანა დრდამოდფნულმა ოპოზიციამ რომლებიც საქართველოს მტრობენ, საკამებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან და უცხეთიდან მიღებული გრანტებს ახმარენ ქვეყანაში არეულობის მოწყობას. ესაა სიმართლე. ჩვენ რომ პატრიტი, ქვეყნის მოყვარული ოპოზიცია გვყოლოდა მაშინ ქოცები ამდენს ვერც გაბედავდნენ და ახლა ნაცების გზას იქნებოდენ გაყენებული.


    რა ოპოზიცია, მეგობარო…
    ერთი ყ*ლით არიან ნაკეთები ქოცებიც და ნაცებიც, გაყიდეს ქვეყანა და ეს ამდენი ხალხი ვდგავართ და ვუყურებთ, როგორ ტირობს დედას ქვეყანას ერთი ნაბი*ვარი… ყველაფრის ღირსები ვართ, როცა აქციაზე დავდიოდი ჩემი ნაცობების 50% იძახდა როგორ რადიხართ მანდ პიდარასტების გვერდით რა გაყენებთო :დ არადა რეალურად როცა აქციიაა კარგიც იქნება იქ და ცუდიც.. გულწრფელი პროტესტის ადგილს არ გვიტოვებენ რომელ ოპოზიციაზე მელაპარაკები, ანუ რაღაცას მართლა გვტივა ამ ხალხს და დგანან ეს დედა მოტ*ყნული ქოცები და ხან ნაცებს გვიძახიან ხან აკაცუკებს და ეს ხალხიც, მამების თაობა მეტ წილად დგას და ეთანხმება.

    ქოცის დედა მოვ*ტყან ყველას ჩემისაც და სხვისისაც ვინც ეს მთავრობა გააპრაოს რამეში. !

  • kuko
    30 იან 2026, 17:18

    ციტატა: Lasha Mamuladze
    Just_Barca_Lover, იმიტომ, რომ თითქმის 80% კიდია ის შექმნილი სიტუაცია და გარემოება რაც არი, ამ ხელისუფლების ხელში, ზოგი ქვეყნიდან გაქცევით შველის პრობლემას ზოგი ფიქრობს, რომ მას არ ეხება, ზოგი ფულს შოულობს კარგად არი და მაგრად კიდია, მთავარია ფული იშოვოს და ამ ხელისუფლრბას ულოკავს, უნივერსიტეტებში ქულას არ უწერენ სტუდენტებს აქციაზე რომ დგანან მაგის გამონდა რავი კიდევ ბევრი რამის თქმა შრიძლება, და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ყველას ერთად გვკიდია თითოეული მანიპულაცია, ფასების ზრდიდან დაწყებული..ესე შეგვაჩვიეს ყველაფერ ცუდს და ეხლა გბიკვირს


    გაცევის გარდა რამე გამოსავალს ხედავ შენ? გააპროტესტებ გიჭერენ, გააკრიტიკებ გიჭერენ, გაშავებენ, გაშანტაჟებენ, კრიმინალური ავტორიტეტების და ბებია ბაბუების მოყვანილი მყავრობაც ესაა მაგათმა მისცეს ამათ ხმა თაბის დროზე და ეხლაც ეგრეა, ქვეყნის 80% ქურდული ტრადიციების თაყვანისმცემელია, ამ ციფრში ქალიც იგულისხმება კაციც, მიშა ეგეთებს რასაც უკეთებდა კი ვიცით, რავი აბა ისეთი სიტუაციაა უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია რამე მოიმოქმედოს რიგოთმა პატიოსანმა მოქალაქემ, ისეთი ქნა მთავრობამ ყველა მოსყიდულია ყველა გაყიდულია მორალი თავიაანთ სიმართლემდე დაიყვანა ყველამ და ერთ საერთო სიმართლეს აღარავინ ემორჩილება რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ან იარაღი უნდა აიღო და ისევ შენი ხალხი დახოცო ისევ ქართველი, ან ქვეყნიდან უნდა გაიქცე სხვა ვარიანტში უბრალოდ უნდა შეეგუო ამ ვითარებაში ცხოვრებას

  • PUIOL5
    30 იან 2026, 17:18

    ციტატა: Frenkie de Jong_
    აქ თუ ხართ ვინმე ქოცი
    იძახეთ ეხა რა არის იმ კანონში რუსული?
    ჯერ სად ვართ.
    აწი ყველაფერი ძააალიან გვიანია…..


    აქ ქოცობა რაფერშუაშია, ვაფშე ყველა პარტია ღლეზე მკიდია. სიმართლე ისაა რომ ეს ყველაფერი მოიტანა დრდამოდფნულმა ოპოზიციამ რომლებიც საქართველოს მტრობენ, საკამებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან და უცხეთიდან მიღებული გრანტებს ახმარენ ქვეყანაში არეულობის მოწყობას. ესაა სიმართლე. ჩვენ რომ პატრიტი, ქვეყნის მოყვარული ოპოზიცია გვყოლოდა მაშინ ქოცები ამდენს ვერც გაბედავდნენ და ახლა ნაცების გზას იქნებოდენ გაყენებული.

  • Frenkie de Jong_
    30 იან 2026, 16:43

    აქ თუ ხართ ვინმე ქოცი
    იძახეთ ეხა რა არის იმ კანონში რუსული?
    ჯერ სად ვართ.
    აწი ყველაფერი ძააალიან გვიანია…..

  • Supporter
    30 იან 2026, 15:35

    მადლობა პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებისთვის. მიხარია, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები Penya Blaugrana Tbilisi – ის წევრი

  • CHEPE
    30 იან 2026, 15:32

    რეალს მარტივი კალენდარი არექნება თებერვალში კიდე 2 დამატებით თამაშები ლიგის კაია

  • isakichi
    30 იან 2026, 15:31

    La Pulga10, წინა და უკანა არ ვიცი,ასე ვფიქრობ უბრალოდ,დარწმუნებულიც ვარ რომ იოლად მოუგებენ

  • La Pulga10
    30 იან 2026, 15:30

    ციტატა: isakichi
    გადაურბენს რეალი ბენფიკას


    როგორც წინაზე გადაურბინა ხო?

  • CHEPE
    30 იან 2026, 15:28

    მოიცა ახლა არუნდა ყოფილიყო მერვედფინალების და სრული წილისყრა? ანუ ამათ მოგებულს ხვდება 8 ადგილის გუნდები

  • isakichi
    30 იან 2026, 15:28

    გადაურბენს რეალი ბენფიკას

  • nika 54
    30 იან 2026, 15:28

    როდემდის? არ დაიღალენ ამდენი კანონების მიღებით?
    და ჩვენ ფეხბურთზე ვიფიქროთ თუ იმაზე ციხეში როგორ ამ მოვხვდეთ.

  • jacky iakovenko
    30 იან 2026, 15:26

    რეალს ისევ ბენფიკა 💩

  • CHEPE
    30 იან 2026, 15:25

    რეალი ბენფიკაო კიდე🤣🤣🤣🤣

  • saba_xavi
    30 იან 2026, 15:08

    საზოგადოებას გამოფხიზლება უწერია როდისმე ?

  • levanoza
    30 იან 2026, 14:58

    ჯერ სად ვართ, მალე ვალუტაც შეიცვლება და, სავარაუდოდ, "ხიხო" იქნება გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოში…

  • jacky iakovenko
    30 იან 2026, 14:36

    არაუშავს ამასაც შევჭამთ აბა ომი და ნაცები გინდათ? მთავარია მათ გამდიდრდნენ და ჩვენ …….

  • Lasha Mamuladze
    30 იან 2026, 14:20

    Just_Barca_Lover, იმიტომ, რომ თითქმის 80% კიდია ის შექმნილი სიტუაცია და გარემოება რაც არი, ამ ხელისუფლების ხელში, ზოგი ქვეყნიდან გაქცევით შველის პრობლემას ზოგი ფიქრობს, რომ მას არ ეხება, ზოგი ფულს შოულობს კარგად არი და მაგრად კიდია, მთავარია ფული იშოვოს და ამ ხელისუფლრბას ულოკავს, უნივერსიტეტებში ქულას არ უწერენ სტუდენტებს აქციაზე რომ დგანან მაგის გამონდა რავი კიდევ ბევრი რამის თქმა შრიძლება, და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ყველას ერთად გვკიდია თითოეული მანიპულაცია, ფასების ზრდიდან დაწყებული..ესე შეგვაჩვიეს ყველაფერ ცუდს და ეხლა გბიკვირს

  • La Pulga10
    30 იან 2026, 13:51

    დან*რეული გვაქ

  • Rick Sanchez
    30 იან 2026, 12:06

    რავი ჩავიხდით და გაგვჟიმოს მთავრობამ ბარემ.

  • Just_Barca_Lover
    30 იან 2026, 11:23

    ყველაფერი რატომაა უკანალში ჩვენს ქვეყანაში?