workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდრი ერნანდესი ბარსელონაშია!

როდრი ერნანდესი ბარსელონაშია!

ბარსელონას ახალწვეული, როდრი ერნანდესი კატალონიის დედაქალაქში ჩაფრინდა.

“აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ბოლო დღეები ძალიან ინტენსიური იყო. თანაგუნდებელბთან ერთად საქმის დაწყებას მოუთმენლად ველი. მაქსიმუმს გავიღებ.

ბარსელონაში თამაში ოცნების ახდენაა. წინ ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ყველა ტიტულისკენ, რაც გზად შეგვხვდება!” – განაცხადა 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა აეროპორტში.

მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. ბარსასა და მანჩესტერ სიტის შორის €76-მილიონიანი გარიგება დაიდო: აქედან €60 მილიონი ფიქსირებული თანხაა, €6 მილიონი მარტივი ბონუსები იქნება, დანარჩენი €10 მილიონი კი – რთულად მიღწევადი. კატალონიური გრანდი ესპანელ საყრდენს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • iniesta73
    iniesta73 კულე
    schedule 18 აგვ 2026, 11:02
    #12

    მაგარი ტრანსფერია მთავარია ტრამვებმა არ შეაწუხოს, ლაპორტიც რომ მოიყვანონ დაცვაშიც მოიხსნებოდა ყველანაირი პრობლემა

  • ჯიჯი
    ჯიჯი ლეგენდა
    schedule 18 აგვ 2026, 06:55
    #11

    ეს კომენტარი არ დაგავიწყდეთ, როდრი თუ ფორმაში ჩადგა და ტრამვებით არ გაწამდა წელს თუ არა მომავალ წელს ბარსელონა ლიგას მოიგებს,აგერ თქვენ და აგერ ჩემი კომენტარი

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 18 აგვ 2026, 01:42
    #9

    ერთი ცენტრფორვარდი გვინდა და შევსებულია გუნდი. დაცვაშიც კი გვინდა მაგრამ ფლიკის ტაქტიკაში რაც არ უნდა კაი მცველი გყავდეს გოლები მაინც გაგვივა.

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 18 აგვ 2026, 13:09
      #13

      ვააახ ჩემი კაი რა🙂 გოლები კაპელოს მილაშიც გადიოდა. ლიპის იუვენტუსშიც, პეპის ბარსაშიც და მაურინიოს ჩელსიშიც. აქ საქმე არის გუნდის სიღრმეში, იმაში რომ ისეთი გოლები არ უნდა გაგივიდეს საუკუნის დასაწყისის შემდეგ რომ აღარ გადის. ყველა მეტოქე თამაშში ხუთჯერ პირისპირ არ უნდა გადიოდეს შენს მეკარესთან პირისპირ და აქედან გამომდინარე მცველები პანტა პუნტით წითლებს არ უნდა იღებდნენ გადამწყვეტ თამაშებში. აი ეს ყლეობები რომ მეტ ნაკლებად, ცოოოტათი მოგვარდეს ამისთვის არის საჭირო ამ სისტემისთვის შესაფწრისი გამოცდილი მემარცხენე მცველი, რომელმაც იცის აფსაითის ხაზის კონტროლი. როგორიც იყო მარტინესი, როგორიც არ იყო არაუხო😔 აი ეს ჩინურია ძმაა? ამ პრობლემას ცოტათი უშველის როდრის ტრანსფერი მაგრამ კუბარსი თუ დაიმტვრა ნახევარ ფინალის წინ ლიგაზე, ჩათვალე გამოვარდნილი ხარ ლიგიდან და იძახეთ მერე ტაქტიკა გვაქვს ასეთი🥹 იმედია ლაპორტის მოიყვანენ, უკეთეს შემთხვევაში იმ ზანგს ლაიპციგიდან.

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 18 აგვ 2026, 15:32
        #14

        სხვათა შორის ფლიკს პირველივე წელს, გუნდთან პირველ შეხვედრაზე უთქვავს. ერთადერთი ტყუილი ჯარიმებისგან გამანთავისუფლეთო, ანუ უაზრო და ვირულ ჯარიმებზე ქონდა ლაპარაკი. და ისე გამოვიდა სწორედ ასეთი უაზრო თამაშის გამო გაუშვა არაუხო. ეს კარგი გაკვეთილი იქნება სხვებისთვის.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 18 აგვ 2026, 00:29
    #7

    მსოფლიო ჩემპიონთა კაპიტანი და ოქროს ბურთის მფლობელი კაცი რომ რაინიარით დაფრინავს, ეს არის იშვიათი თავმდაბლობა და უბრალოება, რა უნდოდა ამას რეალში ან თუნდაც შეიხებთან?

    • Machara
      Machara ახალბედა
      schedule 18 აგვ 2026, 01:28
      #8

      კერძო რეისით ჩამოყავს გუნდს ასეთ დროს ფეხბურთელი, ანუ ბარსელონამ უქირავა თვითმფრინავი მის და მის ოჯახს და ეს თვითმფრინავი ამ შემთხვებაში იქირავეს რაინეარისგან.

      • Albicelecte
        Albicelecte ვეტერანი
        schedule 18 აგვ 2026, 01:54
        #10

        ეს სხვა შემთხვევაა; ეხლაც რეინიარისგან იქირავეს

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 18 აგვ 2026, 00:11
    #6

    შესანიშნავი ტრანსფერია იმედია ახლა მაინც ვეღირსებით ჩემპიონთა ლიგას..

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2026, 23:50
    #5

    ჩლ-ს თასი უნდა აწიო ბებერ ამ წელს

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 17 აგვ 2026, 23:06
    #4

    Deco 👏👏👏 მაგრამ სანამ ცენტრფორვარდი და ცაცია ცენტრალური მცველი არ დაიდება ჯერ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის ! მითუმეტეს სესხი (210 მილიონი) მაგისთვის გვაქვს აღებული და მომავალ სეზონში 1 :1 წესი აღარ იმუშავებსო 🙁 ამიტომ ერთი მცველი ემერიკ ლაპორტი მოიყვანე და ის ცენტრფორვარდი ვინც ფლიკს უნდა უნდა მოახერხო ტრანსფერების დახურვამდე

  • TaTo JR
    TaTo JR ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2026, 22:49
    #2

    აუ ერთი სული მაქროდის დაიწყება თამაშებიიი… თქვენ ჯერ კიდე ვერ წარმოიდგენთ რა კაცი მოვიყვანეეთ 🔥❤️

    • Rick Sanchez
      Rick Sanchez კულე
      schedule 17 აგვ 2026, 23:00
      #3

      ჯერ ვერ იქნება როდრი, სექტემბრიდან დაიწყებსო ამბობენ.